NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მთავარი პროკურორობის პირველი კანდიდატები უკვე წარადგინეს

მთავარი პროკურორობის პირველი კანდიდატები უკვე წარადგინეს

05 ივნ 2018 ახალი ამბები 823 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იუსტიციის სამინისტრო მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საპროკურორო საბჭოს საიტზე განათავსებს. სამინისტროს უკვე წარედგინა ორი კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე. მათი წარდგინებები და ბიოგრაფიები საპროკურორო საბჭოს საიტზე − http://pc.gov.ge − შემოსვლისთანავე აიტვირთა. პროცესით დაინტერესებულ ყველა პირს შეუძლია, ნახოს წარდგენილი კანდიდატების ვინაობა, რეკომენდატორი ორგანიზაციები და სხვა დოკუმენტები.

პირველი კანდიდატი − პაატა შავაძე, წარდგენილია 18 სხვადასხვა ორგანიზაციისა და პირის მიერ (საქართველოს ანტიკორუფციული პალატა; საქართველოს სისხლის სამართლის ეროვნული ცენტრი; ბათუმის იურიდიული აკადემია; მედიაჯგუფი „აჭარა P.S.”; გაზეთი „აჭარა P.S.”; გაზეთი „ჩემი ქობულეთი”; ტელეკომპანია „TV12″; არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო − კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი”; არასამთავრობო ორგანიზაცია „უდო”; საინფორმაციო სააგენტო „რეგიონის ახალი ამბები”; მოძრაობა „დაიცავი მომავალი”; მოძრაობა „თავისუფალი სივრცე”; მოძრაობა „ბათუმის განვითარების ცენტრი”; მოძრაობა „იპოთეკით დაზარალებულთა ასოციაცია”; ადვოკატი დავით ჯაფარიძე; ადვოკატი თემურ ქავშბაია; ჟურნალისტი ნაირა ქობულაძე; მსახიობი რამაზ ბოლქვაძე; ჟურნალისტი ნატო ბერია); ხოლო მეორე კანდიდატი − ზურაბ ჯორბენაძე − მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს” მიერ.

საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე ყველა კანდიდატურის წარდგინება და მონაცემები აიტვირთება. დაინტერესებულ პირებს შესაბამისი ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:http://pc.gov.ge/block/Index/468 .

კანონის შესაბამისად, მთავარ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ, პროკურორად ან საერთო, ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ან რომელიც არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი სასწავლებლიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან და რომელსაც აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება. მთავარი პროკურორობის კანდიდატი თავისი ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო მაღალი ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს.

„პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლის თანახმად, იუსტიციის მინისტრმა − საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ, მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები გუშინ დაიწყო. აკადემიურ წრეებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონით გათვალისწინებული წესით პროკურორობის კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ. კონსულტაციების მიმდინარეობის ერთთვიან პერიოდში მინისტრისათვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, აკადემიური წრეების დაინტერესებულ წარმომადგენელს ან/და სამართლის დარგის სპეციალისტს.

კონსულტაციების შედეგად იუსტიციის მინისტრი კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესახებ წარდგინება უნდა დასაბუთდეს.

კომენტარები

კანდიდატები პროკურორი წარდგენა 2018-06-05
Tags კანდიდატები პროკურორი წარდგენა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სასულიერო და სამოქალაქო პირები დააკავეს

შემდეგი სტატია

გაფიცულ მემანქანეებს სახალხო დამცველი შეხვდა

მსგავსი სტატიები

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ აქციებს დროებით შეაჩერებს

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ აქციებს დროებით შეაჩერებს

11 ივნ 2018
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აუდიტის სამსახურს მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებული განცხადების შესწავლისკენ მოუწოდებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აუდიტის სამსახურს მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებული განცხადების შესწავლისკენ მოუწოდებს

21 ივნ 2018
მთავარი ამოცანა დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მოპოვებაა, ხელისუფლების იმედი იმათ უკვე აღარ ექნებათ

მთავარი ამოცანა დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მოპოვებაა, ხელისუფლების იმედი იმათ უკვე აღარ ექნებათ

ირაკლი შალიკაშვილი 29 ივლ 2021

უახლესი ამბები

  • 14 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში – მსოფლიოს, მაშინ უნდა შეეჩერებინა პუტინი, გაკვეთილი ნასწავლი არაა, რუსეთი ახლავე უნდა შეჩერდეს უკრაინაში, საკმარისია

    14 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში – მსოფლიოს, მაშინ უნდა შეეჩერებინა პუტინი, გაკვეთილი ნასწავლი არაა, რუსეთი ახლავე უნდა შეჩერდეს უკრაინაში, საკმარისია

  • ევროკავშირი დგას საქართველოს, მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მხარს უჭერს კონფლიქტების მოგვარებას

    ევროკავშირი დგას საქართველოს, მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მხარს უჭერს კონფლიქტების მოგვარებას

  • მარინა კალიურანდი აგვისტოს ომზე – არასოდეს დავივიწყებთ და ვაპატიებთ რუსეთს

    მარინა კალიურანდი აგვისტოს ომზე – არასოდეს დავივიწყებთ და ვაპატიებთ რუსეთს

  • კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები

    კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები

  • რუსი დეპუტატი გერმანელებს დახოცვით ემუქრება (ვიდეო)

    რუსი დეპუტატი გერმანელებს დახოცვით ემუქრება (ვიდეო)

  • პ[რეზიდენტი: იმისთვის, რომ წინ ვიაროთ, აუცილებელია, ვიყოთ ერთიანნი, ერთობის გარეშე ამ გზას ვერ გავივლთ და ვერ შემოვიერთებთ მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა, თუ ცხინვალში

    პ[რეზიდენტი: იმისთვის, რომ წინ ვიაროთ, აუცილებელია, ვიყოთ ერთიანნი, ერთობის გარეშე ამ გზას ვერ გავივლთ და ვერ შემოვიერთებთ მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა, თუ ცხინვალში

  • ლატვიის სახელმწიფო პოლიცია რუსეთის გენერალურ საკონსულოებს აღარ დაიცავს

    ლატვიის სახელმწიფო პოლიცია რუსეთის გენერალურ საკონსულოებს აღარ დაიცავს

  • მაკა ჩიჩუა: რუსები, რომლებიც აქ ჩამოედინნენ, ბათუმში და ზღვისპირეთში სახლებს იძენენ, რატომ აფხაზეთში არ მიდიან?!

    მაკა ჩიჩუა: რუსები, რომლებიც აქ ჩამოედინნენ, ბათუმში და ზღვისპირეთში სახლებს იძენენ, რატომ აფხაზეთში არ მიდიან?!

  • ესტონეთის საგარეო უწყება: 14 წლის წინ რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რომლის შედეგები დღემდე იგრძნობა

    ესტონეთის საგარეო უწყება: 14 წლის წინ რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რომლის შედეგები დღემდე იგრძნობა

  • დავით გადელია ამირან გამყრელიძეზე: ადა­მი­ანს რომ სა­კუ­თარ სიკ­ვდილ­ზე უფრო დიდი სიკ­ვდი­ლის­თვის აქვს თვა­ლი გას­წო­რე­ბუ­ლი, იმას რითი შე­ა­ში­ნებ?

    დავით გადელია ამირან გამყრელიძეზე: ადა­მი­ანს რომ სა­კუ­თარ სიკ­ვდილ­ზე უფრო დიდი სიკ­ვდი­ლის­თვის აქვს თვა­ლი გას­წო­რე­ბუ­ლი, იმას რითი შე­ა­ში­ნებ?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge