NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„მოქმედი მინისტრის პირობებში სახელმწიფოს მეხუთედ უწევს მთავარი პროკურორის შერჩევა“

„მოქმედი მინისტრის პირობებში სახელმწიფოს მეხუთედ უწევს მთავარი პროკურორის შერჩევა“

05 ივნ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 894 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის სულხან სალაძის განცხადებით, იუსტიციის მოქმედი მინისტრის პირობებში მიუღებელია მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობა და კონსულტაციებში ჩართვა. ამის შესახებ სალაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მხოლოდ იმ პირობით ჩაერთვებიან, თუ თეა წულუკიანი თანამდებობას დატოვებს და ქვეყანას ახალი იუსტიციის მინისტრი ეყოლება.

„როდესაც ვლაპარაკობთ იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობაზე, შეიძლება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოვყოთ. მაგალითად: სწორედ იუსტიციის მოქმედი მინისტრის პირობებში სახელმწიფოს მეხუთედ უწევს მთავარი პროკურორის შერჩევა. ყველა წინა პროცესი, რომელიც ამ მიმართულებით მიდიოდა, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. არ არსებობს გარანტია, რომ ახლანდელი პროცესი რაიმე ფორმით იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე იყო წინა რომელიმე. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მთავრდებოდა იმ მთავარი პროკურორების ბედი და რა მოვლენებს უკავშირდებოდა მათ მიერ დაკავებული პოზიციებიდან გადადგომა ან გათავისუფლება.
სწორედ ამიტომ, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობა და კონსულტაციებში ჩართვა იუსტიციის მოქმედი მინისტრის პირობებში ჩვენთვის არის პრინციპულად მიუღებელი. როდესაც გასული კვირის მოვლენების ფონზე, ბატონი პრემიერი საუბრობდა, რომ ის მზად არის პროცესის ღიაობა და ჩართულობა უზრუნველყოს, ჩვენი მხრიდან არის ასეთი პირობა: მზად ვართ, კონსულტაციებში მონაწილეობა მივიღოთ იმ შემთხვევაში, თუ ამ პროცესის ხელმძღვანელობას განახორციელებს არა მოქმედი იუსტიციის მინისტრი, არამედ სხვა კონკრეტული პიროვნება, რომელიც ამ პოზიციას დაიკავებს,“ – განაცხადა სულხან სალაძემ.

კომენტარები

თეა წულუკიანი მთავარი პროკურორი პროკურატურა საია სულხან სალაძე 2018-06-05
Tags თეა წულუკიანი მთავარი პროკურორი პროკურატურა საია სულხან სალაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Hotscore.com – ცოცხალი ანგარიშების პირველი ქართული ვებსაიტი

შემდეგი სტატია

„რესპუბლიკური პარტია“ უერთდება არასამთავრობოების მოთხოვნას იუსტიციის მინისტრის გადადგომის შესახებ

მსგავსი სტატიები

გიორგი მღებრიშვილი პეკინის ტრანსპორტის მართვის ცენტრს ეწვია

26 სექ 2017
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც

ნინო ჩხეიძე 27 მაი 2022
დავით კეზერაშვილი: … და მივაწოდო ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც არიან ჩართულნი საქართველოში „ქოლ-ცენტრების“ ჰაბის მფარველობაში

დავით კეზერაშვილი: … და მივაწოდო ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც არიან ჩართულნი საქართველოში „ქოლ-ცენტრების“ ჰაბის მფარველობაში

ნინო ჩხეიძე 18 აპრ 2023

უახლესი ამბები

  • პრინცი უილიამი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალს დაესწრო

    პრინცი უილიამი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალს დაესწრო

  • დღე ისტორიაში – 6 ივნისი

    დღე ისტორიაში – 6 ივნისი

  • Forbes საქართველოს პროექტის 30 under 30 – ის გამარჯვებულები ცნობილია

    Forbes საქართველოს პროექტის 30 under 30 – ის გამარჯვებულები ცნობილია

  • საქართველოს ბანკი Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

    საქართველოს ბანკი Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

  • „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ გაიმართა

    „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ გაიმართა

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რა შეიძლება იყოს ლარის მოკლევადიანი წონასწორობის ნიშნული?

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რა შეიძლება იყოს ლარის მოკლევადიანი წონასწორობის ნიშნული?

  • შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილსა და კეზერაშვილზე უცხოელების მხარდამჭერი განცხადებები აიღეთ და ივარაუდეთ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში – ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების განცხადებები იყიდონ

    შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილსა და კეზერაშვილზე უცხოელების მხარდამჭერი განცხადებები აიღეთ და ივარაუდეთ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში – ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების განცხადებები იყიდონ

  • უკრაინელებმა ოკუპანტის Su-25 და Su-34 თვითმფრინავი, ვერტმფრენი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

    უკრაინელებმა ოკუპანტის Su-25 და Su-34 თვითმფრინავი, ვერტმფრენი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge