NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა

05 ივნ 2018 ახალი ამბები 360 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა. აქციის მონაწილეებმა ქალაქ მცხეთის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

წელს გარემოს დაცვის დღის თემას „შევამციროთ პლასტიკით დაბინძურება“ წარმოადგენს.

„გარემოს დაცვის დღის აღნიშვნის მიზანია ავამაღლოთ საზოგადოების გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა. საზოგადოების ყველა წევრმა უნდა იზრუნოს სუფთა ეკოლოგიურ გარემოზე, იზრუნოს გარემოსდაცვითი მდგრადი განვითარების მხარდაჭერაზე. რაც მთავარია, უნდა განვახორციელოთ სლოგანი „ჩვენი ქვეყანა ჩვენი პასუხისმგებლობაა“ და უარი ვუთხრათ პლასტიკატს“ – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა პლასტიკის პარკების მოხმარება. გარემო ყველაზე მეტად პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციის მოხმარების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებით ბინძურდება, ვინაიდან გარემოში პლასტიკის სრულ დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება.

5 ივნისი, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოს მასშტაბით  1973 წლიდან აღინიშნება.

აქცია, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით ჩატარდა.

კომენტარები

გარემოს დაცვა დასუფთავება მსოფლიო დღე 2018-06-05
Tags გარემოს დაცვა დასუფთავება მსოფლიო დღე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„რესპუბლიკური პარტია“ უერთდება არასამთავრობოების მოთხოვნას იუსტიციის მინისტრის გადადგომის შესახებ

შემდეგი სტატია

სოციალურ ქსელში მემანქანეების მხარდამჭერი ვიდეო ვრცელდება

მსგავსი სტატიები

1 იანვრიდან დღემდე ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 351 ფაქტი გამოვლინდა

1 იანვრიდან დღემდე ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 351 ფაქტი გამოვლინდა

26 ივლ 2018

24 და 25 სექტემბერს ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

21 სექ 2018
ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი, ჯეკ შეპარდი დაკავებულია

ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი, ჯეკ შეპარდი დაკავებულია

24 იან 2019

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

    გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

  • “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

    “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

  • ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

    ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

  • ლილი ფოფხაძე – ჩემები

    ლილი ფოფხაძე – ჩემები

  • “ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი”

    “ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი”

  • დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად ჭყონდიდის მიტროპოლიტი “გალობს”

    დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად ჭყონდიდის მიტროპოლიტი “გალობს”

  • კალაძე:  ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ვტოვებ არასწორია და …

    კალაძე: ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ვტოვებ არასწორია და …

  • მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა

    მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა

  • “გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…””

    “გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…””

  • ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი კადრების შემდეგ გამოძიება დაიწყებოდა, პრემიერი გადადგებოდა, მოლაპარაკებებში კი სხვა წარმომადგენელი შემოვიდოდა

    ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი კადრების შემდეგ გამოძიება დაიწყებოდა, პრემიერი გადადგებოდა, მოლაპარაკებებში კი სხვა წარმომადგენელი შემოვიდოდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge