NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„„ევროპული საქართველო“ სერიოზულ რისკზე წავიდა, როცა ეს პასუხისმგებლობა აიკიდა“

„„ევროპული საქართველო“ სერიოზულ რისკზე წავიდა, როცა ეს პასუხისმგებლობა აიკიდა“

05 ივნ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 154 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პოლიტოლოგი გია ნოდია დადებითად აფასებს საპარლამენტო კომისიის შექმნას, თუმცა აღნიშნავს, რომ არანაირი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ ის წარმატებული იქნება. მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ დიდ რისკზე წავიდა, როდესაც კომისიის სათავეში ჩადგომის პასუხისმგებლობა აიღო.

„ძალიან კარგი, რომ ხელისუფლებამ თავისი დაპირება შეასრულა და შექმნა საპარლამენტო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების გამოძიებასთან დაკავშირებით. თუნდაც სკეპტიკურად ვიყოთ განწყობილი ამ კომისიის მიმართ, უნდა ვიცოდეთ, რომ მისი შექმნა იმ მრავალი ათასი ადამიანის ძალისხმევის შედეგია, ვინც ზაზა სარალიძეს სოლიდარობა გამოუცხადა და პარლამენტის წინ უსამართლობას აპროტესტებდა. როგორც გამოცდილებიდან ვიცით, სხვა შემთხვევაში ხელისუფლება ამაზე არ წავიდოდა.

არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ კომისია წარმატებული იქნება: ოპოზიცია, ამ შემთხვევაში „ევროპული საქართველო“, სერიოზულ რისკზე წავიდა, როცა ეს პასუხისმგებლობა აიკიდა. თუ კომისიამ სერიოზული ვერაფერი გამოვლინა, ევროპული საქართველო სერიოზული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. მაგრამ რისკის გარეშე პოლიტიკა არ გამოდის.

მაგრამ ახლავე უნდა გავიაზროთ, რა შეუძლია ამ კომისიას და რა არა. უნდა ვიცოდეთ, რომ ის „სისტემას ვერ დაანგრევს“ და, რაც არ უნდა აღმოაჩინოს, ამით ხელისუფლებაც ვერ შეიცვლება. ვინც ამაზე ნაკლებს არ თანხმდება, კომისიის მუშაობას ყურადღება აღარ უნდა მიაქციოს.

მისი ფუნქცია არც ისაა, დაადგინოს, კონკრეტულად ვინ მოკლა 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. თუ მისი საქმიანობა ამ საქმესაც დაეხმარა, ძალიან კარგი, მაგრამ ის ამისთვის არ შექმნილა. რაც გინდა არ ვენდობოდეთ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპარლამენტო კომისიით მათი ჩანაცვლება მაინც არ არის სწორი.

მე როგორც მესმის ამ კომისიის ფუნქცია, მან უნდა გამოიკვლიოს თვით გამოძიების პროცესი. საზოგადოებას აქვს ეჭვი, რომ, გარკვეული ადამიანების ჩარევის გამო, გამოძიებამ შეგნებულად დააფარა ხელი მკვლელებს. საუბარია მტკიცებულებები შეგნებულ განადგურებაზე. თუ ეს მართალია, გვაქვს ძალიან მძიმე დანაშაული ხელისუფლების მხრიდან. მაგრამ ჯერჯერობით ესაა ვარაუდი, რომლისაც ბევრ ადამიანს სჯერა – სხვანაირად ასეთი პროტესტი არ იქნებოდა. კომისია შეიქმნა ამ ვარაუდების დასადასტურებლად ან გასაფანტად.

თუ ეჭვები ნაწილობრივ მაინც დადასტურდა, ეს ხელისუფლებისთვის ძალიან სერიოზული პოლიტიკური პრობლემა უნდა გახდეს. ყველა ჩვენგანის (პირადად ჩემი – ნამდვილად) მოთხოვნილებაცაა და უფლებაც, ვარაუდების ამარა არ ვიყოთ და სარწმუნო ინფორმაცია გვქონდეს ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე. თუ ვინმეს სხვანაირად გესმით კომისიის ფუნქცია, შემისწორეთ“, – წერს ნოდია.

კომენტარები

გია ნოდია დროებითი საგამოძიებო კომისია ევროპული საქართველო საპარლამენტო კომისია ხორავას ქუჩა 2018-06-05
Tags გია ნოდია დროებითი საგამოძიებო კომისია ევროპული საქართველო საპარლამენტო კომისია ხორავას ქუჩა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულებს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

შემდეგი სტატია

ელექტრომომარაგება 6 ივნისს დროებით შეიზღუდება

მსგავსი სტატიები

ფოტოები: ქუჩის მხატვარმა ქვის ნაგებობა ნამდვილ დრაკონად გარდაქმნა

16 დეკ 2017

„ახლა დაიწყება დიდი წმენდა“

26 აპრ 2018
გერჰარდ შრედერ შესაძლოა Роснефть-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდეს

გერჰარდ შრედერ შესაძლოა Роснефть-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდეს

30 აგვ 2017

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი

    მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი

  • “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?” – სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია

    “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?” – სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია

  • ხვალ დილიდან მოხდება პარლამენტის პიკეტირება, ვისაც შიგნით შესვლა უნდა, ღამე უნდა გაათენოს

    ხვალ დილიდან მოხდება პარლამენტის პიკეტირება, ვისაც შიგნით შესვლა უნდა, ღამე უნდა გაათენოს

  • პრეზიდენტს ალბათ, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე, მითუმეტეს ის არის მთავარსარდალი

    პრეზიდენტს ალბათ, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე, მითუმეტეს ის არის მთავარსარდალი

  • მოვითხოვთ, ქალბატონმა ზურაბიშვილმა შეიარაღებული ძალების წინაშე ბოდიში მოიხადოს

    მოვითხოვთ, ქალბატონმა ზურაბიშვილმა შეიარაღებული ძალების წინაშე ბოდიში მოიხადოს

  • შეიძლება ადამიანს სხვა რამის თქმა უნდოდეს, მაგრამ ნებისმიერ სიტყვას ყურადღება უნდა მიაქციოს, მით უმეტეს პრეზიდენტმა

    შეიძლება ადამიანს სხვა რამის თქმა უნდოდეს, მაგრამ ნებისმიერ სიტყვას ყურადღება უნდა მიაქციოს, მით უმეტეს პრეზიდენტმა

  • ქართული ჯარი არის ძლიერი და გვყავს გმირი სამხედროები – თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტს პასუხობს

    ქართული ჯარი არის ძლიერი და გვყავს გმირი სამხედროები – თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტს პასუხობს

  • ირაკლი სესიაშვილი სალომე ზურაბიშვილს განცხადებების გაკეთებისას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს

    ირაკლი სესიაშვილი სალომე ზურაბიშვილს განცხადებების გაკეთებისას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს

  • 8 მილიონი გირვანქა თანამშრომლებს საშობაო პრემიის სახით

    8 მილიონი გირვანქა თანამშრომლებს საშობაო პრემიის სახით

  • კირკ დუგლასს 103 წელი შეუსრულდა

    კირკ დუგლასს 103 წელი შეუსრულდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge