NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დეკანოზი შიო მენაბდე: თუ ჩემი შვილის ბრალეულობა დადასტურდება, მან კანონის შესაბამისად უნდა აგოს პასუხი

დეკანოზი შიო მენაბდე: თუ ჩემი შვილის ბრალეულობა დადასტურდება, მან კანონის შესაბამისად უნდა აგოს პასუხი

05 ივნ 2018 ახალი ამბები, სოციალური მედია 550 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დეკანოზი შიო მენაბდე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ მისი შვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის პირველივე დღიდან თანამშრომლობს გამოძიებასთან. შეგახსენებთ, რომ დეკანოზის შვილი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმეა.

„ქრისტესმიერი მშვიდობა და სიყვარული ყოველ თქვენგანს. მოგმართავთ ბოლო დროს მომხდარ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელმაც შეძრა საქართველო და სამწუხაროდ, შეეხო ჩემს ოჯახსაც.
მასმედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება აქციაზე დავაფიქსირე. ეს სიმართლე არ არის. ტაძრის ამბიონის გარდა ამ თემაზე საჯაროდ არსად მისაუბრია, მეტიც, არ ვყოფილვარ არცერთ შეკრებაზე და მით უმეტეს, არ ვარ რაიმე კავშირსა თუ დაჯგუფებაში გაერთიანებული.
ითქვა ისიც, თითქოს ვცდილობ ჩემი შვილის პროცესებისგან განრიდებას და ამ საქმეში ეკლესიის გავლენასაც ვიყენებ.
ასეთი რამ ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, მითუმეტეს სასულიერო პირისთვის, ყოვლად მიუღებელია.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი შვილი ტრაგედიის პირველივე დღიდან თანამშრომლობს გამოძიებასთან. ხუთი თვის განმავლობაში მრავალგზის იყო დაკითხვაზე, მათთან ერთად ვიყავით მშობლებიც და, რა თქმა უნდა, შევხვდით გარდაცვლილების მშობლებსაც და ვუპასუხეთ მათ შეკითხვებს.
მოგმართავთ ყველას, ვისაც ნამდვილად გული შეგტკივათ მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო: ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და თავი შეიკავეთ ნებსითი თუ უნებლიე ცილისწამებისაგან, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ახალგაზრდებს შორის ახალი დაპირისპირების მიზეზი შეიძლება გახდეს.
იმედი მაქვს, გაირკვევა სიმართლე და თუ ობიექტური გამოძიებით ჩემი შვილის ბრალეულობა დადასტურდება, მან ჩადენილი დანაშაულის გამო, კანონის შესაბამისად, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი, რაც პირველ რიგში მისი სულისათვის იქნება სასარგებლო.
კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ხორავას ქუჩაზე მომხდარი საშინელი ფაქტის გამო, გულითადად ვუსამძიმრებ დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს, ახლობლებს.
უფალმა მოიხსენოს და აცხოვნოს სულნი ახლადშესვენებულთა დავითისა და ლევანისა“,-წერს დეკანოზი შიო მენაბდე.

დეკანოზი შიო მენაბდე: ,,ქრისტესმიერი მშვიდობა და სიყვარული ყოველ თქვენგანს. მოგმართავთ ბოლო დროს მომხდარ მოვლენასთან…

Posted by † დიდ ხარ შენ უფალო † on ორშაბათი, 04 ივნისი, 2018

კომენტარები

გამოძიება დამნაშავე დეკანოზი შიო მენაბდე უნდა აგოს პასუხი ხორავას ქუჩის ტრაგედია 2018-06-05
Tags გამოძიება დამნაშავე დეკანოზი შიო მენაბდე უნდა აგოს პასუხი ხორავას ქუჩის ტრაგედია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს დაემშვიდობა

შემდეგი სტატია

“ინტერნეტი არის სწორედ ის საშუალება, რომელიც 21-ე საუკუნეში ადამიანებს აძლევს გამოხატვისა და ინფორმაციასთან წვდომის შესაძლებლობას”

მსგავსი სტატიები

ელექტრომომარაგება 19 ივლისს დროებით შეიზღუდება

ელექტრომომარაგება 19 ივლისს დროებით შეიზღუდება

18 ივლ 2018

შს მინისტრის მოადგილის თქმით, გორში მოკლული გოგონას საქმეზე გამოძიებას კონკრეტული შედეგები აქვს

სოსო ელისაშვილი 26 ოქტ 2018
„ვინ და სად იქნებოდით თქვენ, ბიძინა ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო?“

„ვინ და სად იქნებოდით თქვენ, ბიძინა ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო?“

14 იან 2018

უახლესი ამბები

  • ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

    ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

  • გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

    გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

  • “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

    “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

  • ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

    ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

  • ლილი ფოფხაძე – ჩემები

    ლილი ფოფხაძე – ჩემები

  • “ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი”

    “ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი”

  • დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად ჭყონდიდის მიტროპოლიტი “გალობს”

    დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად ჭყონდიდის მიტროპოლიტი “გალობს”

  • კალაძე:  ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ვტოვებ არასწორია და …

    კალაძე: ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ვტოვებ არასწორია და …

  • მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა

    მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა

  • “გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…””

    “გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…””

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge