არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ. მათი თქმით, იუსტიციის მინისტრის წვლილი დღევანდელ კრიზისულ სიტუაციაში ძალიან დიდია, რადგან სწორედ ის იყო პასუხისმგებელი პირი იმ არაეფექტური რეფორმებზე, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელდა.
როგორც არასამთავრობოების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, თუ თეა წულუკიანი არ გადადგება, მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესში არ ჩაერთვებიან. მათივე განცხადებით, მხოლოდ ახალი მინისტრის პირობებში იქნება შესაძლებელი, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში ძალიან ბევრი ჯგუფის მონაწილეობა იყოს უზრუნველყოფილი.
ფოტო: 1tv.ge
კომენტარები