მეტროს გაფიცულ მემანქანეებთან ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველი მივიდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, დასაქმებულებმა და დამსაქმებლებმა უნდა განაგრძონ მოლაპარაკებები, ომბუდსმენის თქმით, ეს არის ამ შემთხვევაში გამოსავალი.
„ჩვენ უკვე გავაკეთეთ სასამართლო გადაწყვეტილების შეფასებები, უარყოფითად იქნა ჩვენ მიერ შეფასებული. კომიკურია, როცა დასაქმებულებს გაფიცვის უფლება ეძლევათ არასამუშაო საათებში, გაფიცვა თვითონ გულისხმობს სამუშაო ვალდებულებების თავიდან არიდებას. გაფიცვის უფლება არის გარანტირებული და უზრუნველყოფილი, აქედან გამომდინარე, ორივე მხარემ, დამსაქმებლებმაც და დასაქმებულებმაც უნდა განაგრძონ მოლაპარაკებები, რადგან ეს არის ამ შემთხვევაში გამოსავალი“,-განაცხადა ლომჯარიამ.
კომენტარები