NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„თიბისი ბანკს“ ოპერაციების მართვის ახალი დირექტორი ჰყავს

„თიბისი ბანკს“ ოპერაციების მართვის ახალი დირექტორი ჰყავს

04 ივნ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 707 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილედ და ოპერაციების მართვის დირექტორად თორნიკე გოგიჩაიშვილი დაინიშნა. ამ პოზიციაზე გოგიჩაიშვილმა ვანო ბალიაშვილი შეცვალა, რომელიც „თიბისი ბანკში“ თითქმის 20 წლიანი მუშაობის შემდეგ საქმიანობას უკვე სხვა სექტორში გააგრძელებს.

თორნიკე გოგიჩაიშვილს ფინანსური სერვისებისა და ოპერაციების მართვის მიმართულებით 20 წლიანი გამოცდილება აქვს. „თიბისი ბანკის“ გუნდში შემოერთებამდე, ის საქართველოს ბანკში ოპერაციების მართვის დირექტორისა და გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე, გოგიჩაიშვილს სხვადასხვა მენეჯერული პოზიცია ეკავა BGEO ჯგუფში. თორნიკე გოგიჩაიშილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი და ფლობს ოქსფორდის ბიზნესსკოლისა (Executive Diploma in Strategy and Innovation) და კავკასიის ბიზნესსკოლის (MBA) ხარისხს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ვანო ბალიაშვილს იმ თავდაუზოგავი შრომისა და შედეგებისთვის, რაც მან ამ წლების განმავლობაში გასწია. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო მისი წვლილი 2015 წელს, „ბანკ კონსტანტსა“ და 2017 წელს, „ბანკ რესპუბლიკას“ „თიბისი ბანკთან“ შერწყმის პროცესში. წარმატებებს ვუსურვებ მას სამომავლო საქმიანობაში. აქვე მინდა თორნიკე გოგიჩაიშვილს მივულოცო „თიბისი ბანკის“ გუნდში შემოერთება. დარწმუნებული ვარ, ის ძალიან ფასეული შენაძენი იქნება „თიბისის“ გუნდისთვის და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბანკის ზრდასა და განვითარებაში“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ვანო ბალიაშვილი „თიბისი ბანკში“ 1999 წლიდან სხვადასხვა პოზიცია ეკავა. 2010 წლიდან დღემდე ის „თიბისი ბანკის“ ოპერაციის მართვის დირექტორად მუშაობდა.

[R]

კომენტარები

ვანო ბალიაშვილი ვახტანგ ბუცხრიკიძე თიბისი ბანკი თორნიკე გოგიჩაიშვილი 2018-06-04
Tags ვანო ბალიაშვილი ვახტანგ ბუცხრიკიძე თიბისი ბანკი თორნიკე გოგიჩაიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძე: მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად სრულად იქნება უზრუნველყოფილი პარლამენტის ყველა რესურსის გამოყენება

შემდეგი სტატია

სუმოისტი, ოძეკი ლევან გორგაძე საქართველოში ჩამოვიდა

მსგავსი სტატიები

კალაძემ დამიწყო ძველბიჭობა

კალაძემ დამიწყო ძველბიჭობა

31 იან 2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

28 თებ 2018

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სოსო ელისაშვილი 26 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

  • საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

  • შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

    შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

  • საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

    საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

  • შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

    შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

  • “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

    “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge