თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა დასაქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზსოხაძემ მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვასთანდაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თბილისის საკრებულო მერიის პოზიციას სრულადიზიარებს და მემანქანეებს გაფიცვის შეწყვეტისა დასამუშაო ადგილზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს. რევაზსოხაძე აცხადებს, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებისშრომის ანაზღაურება უკანასკნელი წლებისგანმავლობაში სისტემატურად იზრდებოდა და დღეს1400-1800 ლარს შეადგენს.
რევაზ სოხაძის განცხადებით, შანტაჟის ენით საუბარიმიუღებელია და მემანქანეებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რომ თბილისის მცხოვრებლებს სერიოზულპრობლემებს უქმნიან.
„მემანქანეების დღევანდელი ქმედებები უკანონოა დასამწუხაროა, რომ თანამოქალაქეებს შანტაჟის ენით ელაპარაკებიან. მოვუწოდებ მათ, შეწყვიტონ ესქმედებები, რასაც გარკვეულწილად საბოტაჟიც კიშეიძლება ეწოდოს. ქალაქის მერმა განაცხადა, რომთბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თბილისის მოსახლეობას გადაადგილებაში რაცშეიძლება ნაკლები პრობლემა შეექმნას. მოგეხსენებათ, ავტობუსები მგზავრებს უფასოდ ემსახურებიან. ასევემთელი ის რეზერვი ამოქმედდა, რაც ქალაქს გააჩნია დავფიქრობ, რომ ვითარება უახლოეს დღეებშიდარეგულირდება“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
კომენტარები