NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პარლამენტს, ბიუროს დღევანდელ სხომაზე, ახალი რეგლამენტი წარედგინება

პარლამენტს, ბიუროს დღევანდელ სხომაზე, ახალი რეგლამენტი წარედგინება

04 ივნ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 630 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია ითვალისწინებს, ითხოვს ძლიერი პარლამენტის არსებობას.  სწორედ ამიტომ, პარლამენტის ხელმძღვანელობის ინიციატივით, განხორციელდა პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის მიზნით,  ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, შერჩა საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, რომლებმაც მნიშვნელოვანი რეკომენდაციები და ანგარიშები მოამზადეს.

ახალი რეგლამენტი ემსახურება პარლამენტის საკანონმდებლო და საზედამხედველო   ფუნქციების გაუმჯობესებას. ეს ცვლილებები ჰარმონიზაციაში მოდის კონსტიტუციის ცვლილებასთან და თვისობრივად სხვა ეტაპზე გადაჰყავს მთავრობის წევრების და საკანონმდებლო ორგანოს ურთიერთობა.

საზედამხედველო   ფუნქციების გაუმჯობესების მიზნით ახალ რეგლამენტში, მკაფიოდაა განსაზღვრული პარლამენტის წინაშე აღმასრულებელი ხელისუფლებისანგარიშვალდებულება. პრემიერ-მინისტრი წელიწადში ერთხელ პარლამენტს პირადად წარუდგენს მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. ასევე, თითოეული მინისტრი ვალდებული იქნება წელიწადში ერთხელ მაინც წარსდგეს პარლამენტის წინაშე, ეს კი ნიშნავს რომ მინიმუმ 14 მინისტრის საათი გაიმართება წელლიწადში.

მარტივდება საგამოძიებო კომისიის შექმნისა და მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები, კომიტეტებზე მთავრობის წევრის ან სხვა ანგარიშვალდებული პირის დაბარება,  ასევე მკვიდრდება  ინტერპელაციის ინსტიტუტი, (რაც გულისხმობს პარლამენტის წევრთა შვიდკაციანი ჯგუფის (ნაცვლად 10-კაციანი ჯგუფისა), ან ფრაქციის უფლებას, შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, ან მთავრობის წევრს, ხოლო  შეკითხვის ადრესატი ვალდებული იქნება გამოცხადდეს პლენარულ სხომაზე და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს.

საკანონმდებლო ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით ინერგება თემატური მომხსენებლების ფუნქცია,
იზღუდება საკომიტეტო მოსმენების ჩატარება პლენარულის სხდომების დროს, იზრდება პლენარული სხდომების დღეების რაოდენობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საკანონმდებლო პროცესს.

არსებული რეგლამენტის ძირითადი ხარვეზებია – უფუნქციო ნორმები; სისწრაფის ხარჯზე უხარისხო საკანონმდებლო პროცესის წარმოება; დუბლირება და კოლიზიები.

 

 

 

 

კომენტარები

კანონი პარლამენტის ბიუროს სხდომა წარდგენა 2018-06-04
Tags კანონი პარლამენტის ბიუროს სხდომა წარდგენა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მე ამ სისტემას ვაჩვენებ, რასაც ვაპირებ“

შემდეგი სტატია

თადუმაძე: პრემიერი შეხვდება ყველა შვილმოკლულ მშობელს მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილს

მსგავსი სტატიები

„არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობის ფაქტებზე 21 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული“

24 ნოე 2018

ბორის ელცინის გამარჯვების შემოქმედი ქსენია სობჩაკის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს

24 ოქტ 2017
სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის გამგეობის მაღალჩინოსნები დააკავეს

სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის გამგეობის მაღალჩინოსნები დააკავეს

20 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

  • გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

    გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

  • ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

    ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

  • თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

    თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

  • პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

    პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge