ყველასთვის ნათელია აქ რაც ხდება, რატომ იძახის კვირიკაშვილი ჩემზე უარს, იმიტომ, რომ მე ვარ მუსლიმი, მე ვარ სხვა რელიგიის ადამიანი, მე ვარ ტერორისტი, იმიტომ ამბობს უარს, მადლობა მას. მე ამ სისტემას ვაჩვენებ, რასაც ვაპირებს, ამის შესახებ სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მთავრობის კანცელარიასთან განაცხადა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი მოუწოდებს პანკისის ხეობასა და რეგიონებს, მოემზადონ მაჩალიკაშვილის გვერდით დგომისთვის. მარიამ კუბლაშვილის თქმით, ის, რომ პრემიერთან შეხვედრაზე მალხაზ მაჩალიკაშვილი მიწვეული არ არის, არის პირდაპირი დისკრიმინაცია.
„ეს არის ერთგვარი ჩაგვრა. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ცალკე გამოეყო თემირლან მაჩალიკაშვილის და მახლაზ მაჩალიკაშვილის ტრაგედია. ეს იყო პირდაპირი დისკრიმინაცია. ამის გამო, იძულებულები ვართ მივმართოთ რეგიონებს, მივმართოთ პანკისის ხეობას და რიგით მოქალაქეებს, რომ ამ დაჩაგრულ ადამიანს დაუდგნენ გვერდით, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა.
ჩვენ აუცილებლად გავავრცელებთ განცხადებას, მოვუხმობთ რეგიონებს, პანკისის ხეობას, მოემზადონ ჩვენს გვერდით დგომისთვის“,-განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
კომენტარები