საქართველოს ძენო და ასულნო, თანამოქალაქენო, ჩვენ წინაშე აღიმართა საშინელი უფსკრული, საშინელი ყრუ კედელი, – 1tv.ge-ის ინფორმაციით, ამის შესახებ „სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერმა ნიკა მაჭუტაძემ რუსთაველზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ეს არის უსამართლობისა და ჩაგვრის კედელი, ჩვენ ყველანი აქ ვდგავართ ერთად, რათა დავასრულოთ ეს უსამართლობა, რათა თავისუფლებისთვის კიაფობდეს საქართველო უკუნისამდე.
ხვალ 18:00 საათზე საქართველოს მოქალაქეებს, თანამემამულეებს, მოვუწოდებთ, რომ დადგეს ჩვენთან ერთად, რათა ერთად გადავწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის ბედი, რათა აღვასრულოთ სახელმწიფო სამართლიანობა, რათა ერთად დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც კლავს, რომელიც ანადგურებს და სპობს საქართველოს მოქალაქეებს, რომელიც სპობს ქართულ სახელმწიფოს, მის სამართლებრივ, კანონიერ, კონსტიტუციურ საფუძვლებს, ძირს ივანიშვილის რეჟიმი“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.
მისი თქმით, ერთიან სამოქმედო გეგმაზე ხვალინდელ აქციაზე ისაუბრებენ.
კომენტარები