„რუსთაველის გამზირზე უღირსი სპექტაკლი გათამაშდა, არ ვაპირებთ ამ მასკარადში მონაწილეობას“ – ამის შესახებ „გირჩი“-ს ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ On.ge-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, „გირჩი“ არ ჩაერთვება გაერთიანებული ოპოზიციის აქციაში ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად.
„ჩვენ არ ვაპირებთ ამ მასკარადში მონაწილეობის მიღებას… იქ შეკრებილი პარტიები აკეთებენ იგივეს, რასაც წინა ხელისუფლების დროს აკეთებდა მაშინდელი ოპოზიცია – უმძიმეს ადამიანურ ტრაგედიებს იყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის“, – აცხადებს ზურა ჯაფარიძე.
კომენტარები