NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»რესპუბლიკური პარტია“ ემიჯნება აქციების „ფსევდორევოლუციურ სცენარში“ გადაყვანას

რესპუბლიკური პარტია“ ემიჯნება აქციების „ფსევდორევოლუციურ სცენარში“ გადაყვანას

03 ივნ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 689 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„რესპუბლიკური პარტია“ ემიჯნება ბოლო დროინდელი აქციების „ფსევდორევოლუციურ სცენარში“ გადაყვანას. ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია ნათქვამი. „რესპუბლიკელებს“ მიაჩნიათ, რომ გუშინდელი მოვლენები ორგანიზატორი სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“.

„რესპუბლიკურ პარტიას კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო აქციების ხელოვნურად გადაყვანა ფსევდორევოლუციურ სცენარში. რესპუბლიკელები პირველი დღიდან მხარს ვუჭერდით და დავუჭერთ მოზარდების მკვლელობის საქმის საფუძვლიან გამოძიებას და დამნაშავეებისა და მათი მფარველების დაუყონებლივ დასჯას. ჩვენ ყოველთვის ვიდგებით იმ ადამიანის გვერდით, რომელსაც ჩაგრავს სახელმწიფო.

გუშინ ღამით განვითარებულმა მოვლენებმა ბიძგი მისცა ამ სამართლიანი პროტესტის ხელოვნურად გადაყვანას ორმხრივ, რეალურად ორპარტიულ დაპირისპირებაში. ეს ის სცენარია, ყველაზე მეტად რომ აწყობს ქართულ ოცნებას, და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ნაციონალური მოძრაობისგან, მიხეილ სააკაშვილისგან, მტრის ხატის შექმნით აქამდე არაერთხელ გასულა ფონს. გუშინდელი მოვლენების ორგანიზატორი კი სწორედ ნაციონალური მოძრაობაა, რომელიც არსებულ ვითარებას არაადეკვატურად აფასებს და ვერ აცნობიერებს, რომ მოძალადე სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის მიზანი არ არის ამჟამინდელი ხელისუფლების წინა ხელისუფლებით ჩანაცვლება. აქედან გამომდინარე, შემოთავაზებული სცენარი და ფსევდოერთიანობისკენ მოწოდება ხელს კი არ შეუწყობს, არამედ პირიქით, შეუშლის საზოგადოების კონსოლიდაციას და ამით საბოლოო ჯამში ისარგებლებს მხოლოდ ხელისუფლება.

რესპუბლიკურ პარტიას ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია საზოგადოებასთან ერთად პოლიტიკური პარტიების აქტიურობა მიმდინარე პროცესებში, საზოგადოების კონსოლიდაცია და კონკრეტული შედეგების მიღწევა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს საზოგადოებაში არსებული რეალური მოთხოვნების გათვალისწინებით“, – წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

აქციები ნაციონალური მოძრაობა რესპუბლიკური პარტია საპროტესტო აქციები ქართული ოცნება 2018-06-03
Tags აქციები ნაციონალური მოძრაობა რესპუბლიკური პარტია საპროტესტო აქციები ქართული ოცნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კუპრავა: ჩვენმა სტრატეგიამ და ტაქტიკამ ჩამოშალა გუშინ სუს-ი

შემდეგი სტატია

ელისაშვილი: „ნაციონალური მოძრაობამ“ ეს კაცი პირდაპირ მძევლად აიყვანა

მსგავსი სტატიები

„ბატონო ბიძინა, მასე ნაცების დროსაც რომ გამოგვერთო „მაესტრო“ და „კავკასია“ ქვეყანაში აღმავლობისა და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავდით“

„ბატონო ბიძინა, მასე ნაცების დროსაც რომ გამოგვერთო „მაესტრო“ და „კავკასია“ ქვეყანაში აღმავლობისა და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავდით“

სოსო ელისაშვილი 24 ოქტ 2018
ხელისუფლება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ქმნის

ხელისუფლება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ქმნის

13 თებ 2019
გავრცელებული ინფორმაციით, ოთო აბესაძემ  ციხეში იქორწინა

გავრცელებული ინფორმაციით, ოთო აბესაძემ ციხეში იქორწინა

04 იან 2018

უახლესი ამბები

  • ბენ უოლესი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჩავარდა და მარცხი იწყება

    ბენ უოლესი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჩავარდა და მარცხი იწყება

  • გომელაური ესებუაზე – ძებნაზეა დასმული, ანუ ვეძებთ

    გომელაური ესებუაზე – ძებნაზეა დასმული, ანუ ვეძებთ

  • დაზვერვა: ოკუპანტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლის დამცველები, შესაძლოა, საჯაროდ დასაჯონ

    დაზვერვა: ოკუპანტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლის დამცველები, შესაძლოა, საჯაროდ დასაჯონ

  • ლალი მოროშკინა: ის რაც ახლა ხდება ატომურ სადგურთან მიმართებაში, ნაწილობრივად ზელენსკის თამაშია აშანტაჟოს ევროპა

    ლალი მოროშკინა: ის რაც ახლა ხდება ატომურ სადგურთან მიმართებაში, ნაწილობრივად ზელენსკის თამაშია აშანტაჟოს ევროპა

  • “ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ისინი აირჩევენ სუვერენული უკრაინის მიწაზე, არის თავდაცვა”

    “ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ისინი აირჩევენ სუვერენული უკრაინის მიწაზე, არის თავდაცვა”

  • მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს „რუსული რულეტკის” თამაშს სავსე დოლურით და ყველასთვის ფატალური დასასრულით

    მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს „რუსული რულეტკის” თამაშს სავსე დოლურით და ყველასთვის ფატალური დასასრულით

  • აშშ-ის საელჩო:  „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას

    აშშ-ის საელჩო: „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას

  • ლვოვში ჩასულ ვოლოდიმერ ზელენსკის მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ (ვიდეო)

    ლვოვში ჩასულ ვოლოდიმერ ზელენსკის მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ (ვიდეო)

  • ჯერემი ფლემინგი: პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში

    ჯერემი ფლემინგი: პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში

  • ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

    ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge