NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ეროვნული გამოცდების ჩატარებისა და გრანტის განაწილების წესში ცვლილება შევიდა

ეროვნული გამოცდების ჩატარებისა და გრანტის განაწილების წესში ცვლილება შევიდა

03 ივნ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 906 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა. ამის შესახებ edu.aris.ge წერს.

აბიტურიენტებისთვის გასათვალისწინებელია შემდეგი საკითხი: ორი დამოუკიდებელი გამსწორებლის მიერ, დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ და მეორე გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა. პასუხების ფურცელში შემავალი ტესტური დავალების შეფასებაში ცენტრის მიერ დადგენილი სხვაობის შემთხვევაში შესაბამისი ტესტური დავალება სწორდება მესამე გამსწორებლის მიერ. მესამედ გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა.

საინტერესოა გრანტის მოპოვების საკითხიც შემდეგ შემთხვევებში:

აბიტურიენტი, რომელსაც წინა წლებში მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით ჩაბარების საფუძველზე, აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დადასტურდება, რომ აბიტურიენტს არ გამოუყენებია წინა წლებში მოპოვებული გრანტი.

ასევე სტუდენტი, რომელსაც წინა წლებში მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაგრამ არ გამოუყენებია ეს გრანტი და სურს მონაწილეობის მიღება სტუდენტთა საგრანტო კონკურსში, აბსოლუტური ქულებით სტუდენტთა რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დადასტურდება, რომ სტუდენტს არ გამოუყენებია წინა წლებში მოპოვებული გრანტი.

ბრძანებას დაემატა სრულიად ახალი მუხლიც:

რანჟირების დოკუმენტის შექმნა

„1. რანჟირების დოკუმენტის შექმნის მიზნით ცენტრი უფლებამოსილია, მოთხოვნის საფუძველზე:

ა) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან მიიღოს იმ აბიტურიენტის თაობაზე ინფორმაცია, რომელმაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა განაცხადი უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების მოთხოვნით;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიიღოს ინფორმაცია, აბიტურიენტის მიერ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვების თაობაზე;

გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან − აბიტურიენტის მიერ საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვების თაობაზე;

დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროდან და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციიდან − სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციიდან მიიღოს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე/ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე) მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე.“

კომენტარები

აბიტურიენტები ეროვნული გამოცდები წესები 2018-06-03
Tags აბიტურიენტები ეროვნული გამოცდები წესები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ელისაშვილი: „ნაციონალური მოძრაობამ“ ეს კაცი პირდაპირ მძევლად აიყვანა

შემდეგი სტატია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სვანეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა

მსგავსი სტატიები

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში ხანძრის 366 შეტყობინება დაფიქსირდა

24 აგვ 2017
საპატრიარქო არის მზად, ნაბიჯი გადადგას შეწყალების მოთხოვნაზე… დეკანოზი მამალაძე შეწყალებული იქნება, დარწმუნებული ვარ პრეზიდენტი გადადგამს ამ ნაბიჯს

საპატრიარქო არის მზად, ნაბიჯი გადადგას შეწყალების მოთხოვნაზე… დეკანოზი მამალაძე შეწყალებული იქნება, დარწმუნებული ვარ პრეზიდენტი გადადგამს ამ ნაბიჯს

News 01 მარ 2019

“მე ქუჩაში გაგდებული ადამიანი რომ მოვკლა, არ დამაკავებენ?!”

30 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

  • ასე იცავს ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის სირიელი გოგონა საკუთარ ძმას

    ასე იცავს ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის სირიელი გოგონა საკუთარ ძმას

  • ხატია დეკანოიძე: არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას

    ხატია დეკანოიძე: არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას

  • სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

    სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

  • გია ხუხაშვილი: თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს

    გია ხუხაშვილი: თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს

  • ალექსი დანილოვი: რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს

    ალექსი დანილოვი: რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს

  • ირაკლი კობახიძე: დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები – ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ

    ირაკლი კობახიძე: დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები – ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ

  • ლევან ბეჟაშვილი: დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის

    ლევან ბეჟაშვილი: დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის

  • საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

    საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

  • „საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

    „საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge