ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამამ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ზაზა სარალიძის თქმით, პატრიარქმა დალოცა მისი ოჯახი და უთხრა, რომ ლოცვა გააძლიერებთ.რაც შეეხება აქციას, ამასთან დაკავშირებით ან სხვა საკითხებზე საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.
„ვიყავით ლოცვა-კურთხევის ასაღებად ოჯახთან ერთად, მეუღლესა და მეორე შვილთან ერთად. დაგვლოცა და გვირჩია, რომ ლოცვა გაგვაძლიერებს. კონკრეტული მეტი არაფერი. დეტალებზე არ გვისაუბრია, პატრიარქთან ვიყავით და არა შინაგან საქმეთა მინისტრთან. აქამდეც ძალიან დიდი სურვილი გვქონდა მე და ჩემს მეუღლეს პატრიარქთან შეხვედრის და რადგან ამის საშუალება მომეცა, არ გავუშვებდი ხელიდან არაფრის დიდებით“,-განაცხადა სარალიძემ.
კომენტარები