ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდიმ განაცხადა, რომ დროა ევფემიზმზე უარი თქვან და საქართველოსა და უკრაინაში არსებულ მდგომარეობას საომარი უწოდონ.
“როცა საქართველოსა და უკრაინაზე ვსაუბრობთ, საჭიროა ყველაფერს საკუთარი სახელი დაერქვას – ომი არის ომი და ოკუპაცია არის ოკუპაცია”, განაცხადა კერსტი კალიულაიდიმ ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის (1992 – 2001 წ.წ.) ლენარტ მერისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე ტალინში.
მისივე განცხადებით, საერთაშორისო წრეებში, საქართველოსა და უკრაინაზე საუბრის დროს ისევ ევფემიზმს იყენებენ, მაგ. “ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლი” ან “გაყინული კონფლიქტი”.
ამასთან, კალიულაიდიმ ცალსახად მიანიშნა, მისი აზრით, თუ ვინ არის უკრაინასა და საქართველოში “ოკუპაციაზე” პასუხისმგებელი. “რუსეთი იყენებს ჩვენს უყურადღებობას და იმას, რომ ხშირად ზურგს ვაქცევთ პრობლემებს”, დასძინა ესტონეთის პრეზიდენტმა.
კომენტარები