ვნახეთ როგორ ცდილობდა ის დაეცვა მუნდირის ღირსება, რომელიც აღარ არსებობს და დახეულია –ევროპული საქართველოს წევრის სერგო რატიანის კომენტარი კვირიკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით
,,შემაშფოთებელია ის გამოსვლა, რაც ჰქონდა პრემიერ კვირიკაშვილს. იმის მაგივრად, რომ ადექვატურად შეეფასებინა პროკურატურის დანაშაულებრივი ქმედებები, ეღიარებინა მისი ხელისუფლების პასუხისმგებლობა და მარცხი, ვნახეთ, რომ მადლობა გადაუხადა მთავარ პროკურორს. ვნახეთ როგორ ცდილობდა ის დაეცვა მუნდირის ღირსება, რომელიც აღარ არსებობს და დახეულია. ეს ქართულმა ოცნებამ გააკეთა და ჩამოშალა ინსტიტუტები,’’- განაცხადა სერგო რატიანმა.
კომენტარები