იმედია მე მაინც ვერავინ მეტყვის იმას, გირგვლიანის საქმეზე რატომ არ იღებდი ხმასო, ამის შესახებ „რესპუბლიკელი“ დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ჰოდა, რა მახსოვს ძალიან მწარედ და იმ ხელისუფლების მაშინდელი რიტორიკა – როგორ უსინდისოდ სპეკულირებდა ოპოზიცია ადამიანის ტრაგედიით, როგორ ცდილობდნენ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ამ ტრაგედიის გამოყენებას და ა.შ და ა.შ. პირადადაც მომისმენია მსგავსი ბრალდებები ტელედებატების თუ საპარლამენტო დისკუსიების დროს.
ახლა არ ჩავუღრმავდები და იმ სახელებს და გვარებს არ ჩამოვთვლი, ვისგანაც ეს რიტორიკა მახსოვს, რადგან ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. ასე ლაპარაკობდა მაშინ ყველა ოფიციალური პირი. ეს იყო მთლიანად სახელისუფლო მესიჯბოქსი და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსის აზრი.
ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ ეს „ოცნება“ ამდენს რომ ხარჯავთ ამ პიარში, ამდენი კონსულტანტი რომ გყავთ, რომ იკრიბებით შტაბებში, მსჯელობთ, წერთ, ათანხმებთ ზემდგომებთან და მერე ხან ტელეფონში აგზავნით ტექსტებს და ხან მეილებში; მოკლედ, ამხელა რესურს რომ ახმართ საკუთარი გაფუჭებულის გაპრავებას, იმდენს მაინც როგორ ახერხებთ, რომ პირდაპირ ქოფი-ფეისთით გადმოგაქვთ წინა ხელისუფლების რიტორიკა გირგვლიანის საქმეზე?
იგივე ტერმინები, იგივე ფრაზები, ინტონაციაც კი იგივეა.
თავი დავანებოთ იმას, რომ ეს არსებითად მცდარი და ამორალური აქცენტირებაა, ანაბანას დონეზე მაინც ხომ უნდა ითვალისწინებდეთ წარსულის გამოცდილებას? ერთი იმათ უშველა მაშინ ბადრიონეტების ძახილმა და მეორე თქვენ გიშველით ცხრაწელის წამოძახება“,-წერს ზურაბიშვილი.
იმედია მე მაინც ვერავინ მეტყვის იმას, გირგვლიანის საქმეზე რატომ არ იღებდი ხმასო (თუმცა, იმ ცხრაწლიანი წარსულის არმცოდნე…
Posted by David Zurabishvili on ხუთშაბათი, 31 მაისი, 2018
კომენტარები