„ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის ჩირის ფასია სკამი და კაბინეტი,“ – ამის შესახებ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე მისულმა პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. აქციის მონაწილეებმა მას სიტყვით გამოსვლის დასრულების საშუალება არ აცადეს.
„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის ჩირის ფასია სკამი და კაბინეტი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ პროცესმა სამართლებრივი განვითარება ჰპოვოს. ამიტომ გთავაზობთ, რომ ხვალ დილიდან საქმის გამოძიება დაბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროში,“ – განაცხადა პრემიერმა.
აქციაზე ვითარება დაძაბულია. აქციის მონაწილეებმა პრემიერის მიმართ საგნების სროლა დაიწყეს. გიორგი კვირიკაშვილმა ტერიტორია დატოვა. მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა.
კომენტარები