ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მამის მხარდასაჭერად მთავარი პროკურატურასთან ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს. ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის გადადგომასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. აქციას 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. ზაზა სარალიძე ამ დრომდე ელოდება პროკურატურიდან პასუხს, მისი მოთხოვნაა, რომ ირაკლი შოთაძესთან შეხვედა მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით მოხდეს.
მთავარი პროკურატურის წინ გზა გადაკეტილია, ტერიტორიზე სამართალდამცველების დამატებითი ჯგუფები გამოჩნდნენ.
კომენტარები