NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»წულუკიანი შოთაძის გადადგომაზე: მის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები

წულუკიანი შოთაძის გადადგომაზე: მის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები

31 მაი 2018 ახალი ამბები 310 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ირაკლი შოთაძის გადადგომა რომ სამართლის უზენაესობის გზაზე სიარულისთვის ცალსახა ნეგატივია, ამას დრო აჩვენებს ძალიან კარგად“-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.

თეა წულუკიანის თქმით, ის შოთაძის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ამასთან იუსტიციის მინისტრი წერს, რომ საქართველოს ყველა პროკურორს ენდობა.

„მსურს, მადლობა გადავუხადო მას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მისი ხელმძღვანელობის პირობებში პროკურატურა იჩენდა ყველა სამართლებრივი პროგრესული იდეისა თუ რეფორმის მხარდასაჭერად. ტრაფარეტულად ჟღერს? აბა, მე მკითხეთ შოთაძემდე პროკურატურაზე ამბებს მოგიყვებით ბევრს.

მსურს მადლობა გადავუხადო მას ასევე იმისათვის, რაც მან რამდენიმე წუთის წინ მითხრა – გადავდგები და დაიჯერებენ, რომ მართალი ვარ. იმედი მაქვს მეც.

დამოუკიდებელი სასამართლო გვინდაო. დღეს დამოუკიდებელმა მოსამართლემ პროკურორის პოზიცია ასი პროცენტით არ გაიზიარა და ამიტომ მოვითხოვეთ მთავარი პროკურორის „თავი“. ეს სისტემურად არასწორია. რას ვეუბნებით პროკურორებს ამით? – ოდნავ თუ ვინმე მოგეჩვენა დამნაშავედ, დააკავე, აიძულე, მოგცეს ჩვენება, თორემ მოსამართლემ თუ ბრალდებული გაგიმართლა, საზოგადოება შენს თავს მოითხოვს?

ახლა კი მინდა მივმართო საჯაროდ საქართველოს ყველა პროკურორს: მე თქვენ გენდობით. მინდა, გენდობოდეთ მომავალშიც და ამიტომ გთხოვთ, არაფრის ფასად არ დაყაროთ ფარ-ხმალი, რადგან ჩვენ ცუდი წარსული გვინახავს ერთად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პროგრესის გზაზე სიარული.

ამიტომაც, მანამ სანამ ახალი ხელმძღვანელი დაინიშნება, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ჩვეული სიდინჯე და მიუხედავად ყველაფრისა, გჯეროდეთ, რომ დაზარალებულმა იცის, რამხელა ჯაფა გადგათ. მაგრამ დაზარალებულს არ მოსთხოვოთ, არ ჰქონდეს ემოციები”- წერს წულუკიანი Facebook-ზე.

კომენტარები

განცხადება თეა წულუკიანი ხორავას ქუჩა 2018-05-31
Tags განცხადება თეა წულუკიანი ხორავას ქუჩა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„საგამოძიებო კომისია უფრო დიდ ბერკეტს გვაძლევს, ივანიშვილის წინააღმდეგ“

შემდეგი სტატია

თეა წულუკიანი: მინდა მივმართო საჯაროდ საქართველოს ყველა პროკურორს: მე თქვენ გენდობით

მსგავსი სტატიები

„სიკვდილამდე 10 წუთით ადრე“

„სიკვდილამდე 10 წუთით ადრე“

15 იან 2018

21 ოქტომბერს ღამით მსოფლიო ვარსკვლავთცვენას დაინახავს

20 ოქტ 2017

რიკოთის საავტომობილო გვირაბში სამუშაოები 17 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება

15 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

    “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

  • საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

    საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

  • ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

    ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

  • ლილი ფოფხაძე: მამა

    ლილი ფოფხაძე: მამა

  • “ამინისტირებული იქნება შენობები, რომლებიც თავის დროზე დარღვევით აშენდა”

    “ამინისტირებული იქნება შენობები, რომლებიც თავის დროზე დარღვევით აშენდა”

  • სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა

    სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა

  • კახა ბენდუქიძე: იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი

    კახა ბენდუქიძე: იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი

  • ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

    ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

  • კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

    კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

  • თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

    თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge