NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისის საქალაქო სასამართლო სარალიძე–დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო სარალიძე–დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

31 მაი 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 883 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლო  ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რომლის განხილვა დღეს დასრულდა, განცხადებას ავრცელებს.

“2018 წლის 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის  მიმართ. კერძოდ დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით:

  • გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში  – წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში
  • ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.
  • ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში  გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად  უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამაძიმებელ გარემოებაში”- წერია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ბრალდებულთა არასრულწლოვნობის გამო, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომები დახურული იყო. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასამართლომ დღეს ბრალდებულთა დამნაშავედ ცნობის შესახებ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა. გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ დანიშნა სასჯელის დანიშვნის სხდომა, რომელიც 2018 წლის 1 ივნისს 10:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

 

კომენტარები

განაჩენი დავით სარალიძე ლევან დადუნაშვილი სასამართლო ხორავას ქუჩა 2018-05-31
Tags განაჩენი დავით სარალიძე ლევან დადუნაშვილი სასამართლო ხორავას ქუჩა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მერია „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტს იწყებს

შემდეგი სტატია

საქართველოს მთავარი პროკურორი: ხორავას ქუჩის საქმეზე ექსპერტიზა შვეიცარიის საექსპერტო ბიუროში ჩატარდება

მსგავსი სტატიები

კალაძემ კობახიძეს დაავალა, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის სატენდერო პროცედურებში ჩართული პირები თანამდებობიდან გაათავისუფლოს

კალაძემ კობახიძეს დაავალა, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის სატენდერო პროცედურებში ჩართული პირები თანამდებობიდან გაათავისუფლოს

14 თებ 2018
„ვიხილეთ დისპროპორციული სადამსჯელო ოპერაცია იმის დასამტკიცებლად, რომ ბერა ღამის კლუბებს არ მფარველობს“

„ვიხილეთ დისპროპორციული სადამსჯელო ოპერაცია იმის დასამტკიცებლად, რომ ბერა ღამის კლუბებს არ მფარველობს“

12 მაი 2018

„არანაირი წყენა არ ყოფილა, მე მაშინვე დავურეკე კახის და მივულოცე“

27 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

    ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

  • ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, გადატვირთვის ერთადერთი გზა კი რიგგარეშე არჩევნებია

    ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, გადატვირთვის ერთადერთი გზა კი რიგგარეშე არჩევნებია

  • ახლა ჩაატარეთ ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია!

    ახლა ჩაატარეთ ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია!

  • დროებითი საგამოძიებო კომისია დაკომპლექტდა – არჩევნების შედეგების შემსწავლელი ჯგუფი მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება

    დროებითი საგამოძიებო კომისია დაკომპლექტდა – არჩევნების შედეგების შემსწავლელი ჯგუფი მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებში საგანმანათლებლო  შეხვედრები იწყება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებში საგანმანათლებლო შეხვედრები იწყება

  • ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების – რომ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ, ან გადაგვაგდონ

    ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების – რომ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ, ან გადაგვაგდონ

  • “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

    “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

  • საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

    საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

  • ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

    ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

  • ლილი ფოფხაძე: მამა

    ლილი ფოფხაძე: მამა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge