პროკურატურასთან გამართული აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ. ზაზა სარალიძის უფლებადამცველის, ზვიად კუპრავას განცხადებით, ისინი ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის დასჯას ითხოვენ.
„შოთაძის გადადგომას კი არა, შოთაძის დასჯას ვითხოვთ ჩვენ. გადადგა და ახლა წავიდეს და სადმე დაჩაზე მწვადები წვას და იქეიფოს და იცხოვროს ფუფუნებით? -არ დავუშვებთ ჩვენ ამას, როდესაც ზაზა სარალიძის 16 წლის ბავშვი ჩადეს მიწაში და ზაზას აფურთხებდნენ სულში, შოთაძე მწვადებს ვერ შეწვავს ვერცერთ ვილაზე, შოთაძე შეჭამს ბალანდას ციხეში“,-განაცხადა კუპრავამ.
კომენტარები