NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პროკურატურის სრული განცხადება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე

პროკურატურის სრული განცხადება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე

31 მაი 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა, სამართალი 691 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გთავაზობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ სრულ განცხადებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების შესახებ. განცხადება უწყებაში მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გააკეთ.

„გვსურს გამოვეხმაუროთ დღეს სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

სამი რამ გვსურს ვუთხრათ საზოგადოებას.

პირველი: ჩვენთვის, როგორც ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ  დამნაშავედ ცნო ორივე ბრალდებული, ერთი მათგანი გამტყუნდა არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ მკვლელობაში, ხოლო მეორე მათგანი დამნაშავედ იქნა ცნობილი მეორე არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი  მკვლელობის მცდელობაში.

მეორე: მიუხედავად იმისა, რომ დადგა გამამტყუნებელი განაჩენები, ჩვენ ამ განაჩენებს მაინც კატეგორიულად არ ვეთანხმებით, რადგან  ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რაზე დაყრდნობით მიიღო მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილება და არა სხვაგვარი. როგორც ბრალდების მხარე, დეტალებზე ვერ ვსაუბრობთ და ველოდებით განაჩენის სამოტივაციო ნაწილს. მიუხედავად ამისა, ცალსახად ვაცხადებთ, რომ გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში, რადგან პროკურატურამ ორივე ბრალდებულის მიმართ შერაცხული ბრალის დასადასტურებლად წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები და სასამართლოს მიერ ჩვენი მტკიცებულებების მხოლოდ ნაწილობრივ გაზიარება არის სრულიად გაუგებარი.

მესამე საკითხი ეხება საქართველოს პროკურატურის გეგმებს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.  ჩვენ ეჭვქვეშ არ ვაყენებთ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებს, მაგრამ რადგან დაზარალებულ ზაზა სარალიძეს და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აქვს კითხვის ნიშნები ჩატარებულ ექსპერტიზებთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დაზარალებულის ინტერესების დასაცავად და დანაშაულის  ყველა ჩამდენის გამოსავლენად ყველა შესაძლო ზომას დღემდეც მივმართეთ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავნიშნოთ ექსპერტიზები შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მდებარე, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან საექსპერტო სამედიცინო ბიუროში. უკვე შედგა კომუნიკაცია საქართველოს პროკურატურასა და აღნიშნულ სამედიცინო ბიუროს შორის და ექსპერტიზის დანიშვნის ვადების თაობაზე განვაცხადებთ უახლოეს დღეებში. გარდა ამისა, გვაქვს სრული მზაობა, რომ ამ პროცესში ჩავრთოთ ზაზა სარალიძე და მათი ადვოკატები, შესაბამისად მათ მიეცემათ საშუალება, მსოფლიოში წამყვან ექსპერტებს დაუსვან მათთვის მნიშვნელოვანი ყველა შეკითხვა, ეს პროცესი იქნება ღია და გამჭირვალე. როგორც აქამდე, ამიერიდანაც დაზარალებულ მხარეს კვლავ სრული წვდომა ექნება აღნიშნულ პროცესში ნებისმიერ დეტალთან, ხოლო მსოფლიოში წამყვანი საექსპერტო ბიუროს დასკვნა აუცილებლად გასცემს პასუხს არსებულ ყველა შეკითხვას.

გარდა ამისა, საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოძიების პროცესში ჩაერთვებიან საერთაშორისო პროკურორები:

სერ ჯეფრი ნაისი

(Sir Geoffrey Nice)  – 1998-2006 წლებში იყო იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე და პირადად უძღვებოდა სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმეს. ნაისი, სერ დეზმონდ დე სილვასა და დევიდ კრეინთან ერთად,  არის 2014 წელს გამოცემული საერთაშორისო ანგარიშის ავტორი, რომელიც სირიაში დაკავებულთა წამებისა და სიკვდილით დასჯის ფაქტებს ეხება. ამჟამად ის პერიოდულად მუშაობს მოსამართლედ და ლონდონის გრეშამის კოლეჯის სამართლის პროფესორია;

მოშე ლადორი

(Moshe Lador) –  იყო ისრაელის სახელმწიფო პროკურორი 2013 წლის ბოლომდე. თანამდებობაზე  ყოფნისას იგი ზედამხედველობდა ქვეყანაში მიმდინარე ყველა სისხლისსამართლებრივ საქმისწარმოებას, მათ შორის სისხლისსამართლებრივ დევნას ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის, პრეზიდენტ მოშე კაცავის, და სხვა რამდენიმე მინისტრისა და მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ. ამ თანამდებობის დაკავებამდე მოშე ლადორი იყო იერუსალიმის რაიონული პროკურორი;

პოლ კაფი  (Paul Coffey)

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულსა და რეკეტთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი. საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ის გაეროს მისიით  იმყოფებოდა კოსოვოში. პოლ კაფი აქტიურად მონაწილეობდა კოსოვოს იუსტიციის სისტემის რეფორმაში, ასევე ზედამხედველობდა გაეროს მიერ კოსოვოში წარმოებულ ყველა საქმეს, მათ შორის, ომის დანაშაულებათა გამოძიებას.

ამ გადაწყვეტილების მიზანია, რომ საერთაშორისო დონეზე შეფასდეს მიმდინარე გამოძიება, შეფასდეს არსებული მტკიცებულებები, მოხდეს საერთაშორისო პროკურორთა ჯგუფის მხრიდან დასკვნის მომზადება და სამოქმედო ნაბიჯების ერთობლივად დაგეგმვა. ცხადია, დაზარალებულ მხარეს ექნება სრული შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ სამუშაო ფორმატში, დაუსვას საერთაშორისო პროკურორთა ჯგუფს მისთვის მნიშვნელოვანი შეკითხვა და მოხდეს ნებისმიერი საკითხის ერთობლივად განხილვა და გადაწყვეტა“, – განაცხადა შოთაძემ.

კომენტარები

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურატურა პროკურატურა 2018-05-31
Tags ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურატურა პროკურატურა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“თავისუფალი დემოკრატები” მოითხოვენ დაუყოვნებლივ გადადგეს მთავარი პროკურორი

შემდეგი სტატია

„მივმართავ ქართველ ხალხს, შვიდზე ყველა დამიდექით გვერდით“

მსგავსი სტატიები

საქართველოს რეგიონებში ფასდაკლების კვირეული დაიწყო

სოსო ელისაშვილი 24 ოქტ 2018
ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის

ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი შალიკაშვილი 14 ივნ 2022
ვიდრე ადამიანებს ოჯახში არ მოუკვდებათ ვინმე, არ უნდა მიხვდნენ, რომ წესები უნდა დაიცვან?

ვიდრე ადამიანებს ოჯახში არ მოუკვდებათ ვინმე, არ უნდა მიხვდნენ, რომ წესები უნდა დაიცვან?

ირაკლი შალიკაშვილი 01 ოქტ 2020

უახლესი ამბები

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

  • გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

    გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

  • “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

    “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

  • შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

    შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

  • “ეს ის ქალია, რომელმაც შეურაწყოფა მიაყენა ჩემს სარწმუნეობას!!! ეს ის ქალია, რომელიც ატყუებს მოსახლეობას!!! მე, როგორც ქრისტიანი დავიცავ ჩემს ჯვარს” – ირმა ზარქუა

    “ეს ის ქალია, რომელმაც შეურაწყოფა მიაყენა ჩემს სარწმუნეობას!!! ეს ის ქალია, რომელიც ატყუებს მოსახლეობას!!! მე, როგორც ქრისტიანი დავიცავ ჩემს ჯვარს” – ირმა ზარქუა

  • “ალტ-ინფოს” მხარდამჭერები: ვაკელებო გაიღვიძეთ… მოინანიეთ ცოდვები ყველამ, მონასტერში წადით (ვიდეო)

    “ალტ-ინფოს” მხარდამჭერები: ვაკელებო გაიღვიძეთ… მოინანიეთ ცოდვები ყველამ, მონასტერში წადით (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge