ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას საქმის პროკურორი, მარიკა გოგოხია გამოეხმაურა. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ბუნდოვანი და გაურკვეველია. პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.
„სასამართლოს გადაწყვეტილება არის ჩვენთვის გაურკვეველი, ბუნდოვანი. მას შემდეგ რაც სასამართლო ჩვენ განაჩენის სრულ ვერსიას მოგვაწოდებს, მისი დასაბუთების შესაბამისად, ჩვენთვის გახდება ცნობილი, რომელიც მტკიცებულება გაიზიარა. ყველა მტკიცებულება მიუთითებდა იმ ბრალდებად შერაცხული დანაშაულის ქმედების ჩადენაში, რომელიც ამ ორ არასრულწლოვანს ჰქონდა ბრალად წარდგენილი, ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ,“ – განაცხადა პროკურორმა.
კომენტარები