NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“თამბაქო გულის კორონარული დაავადებების, ინფარქტის და პერიფერული სისხლძარღვების დაავადებების მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს წარმოადგენს”

“თამბაქო გულის კორონარული დაავადებების, ინფარქტის და პერიფერული სისხლძარღვების დაავადებების მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს წარმოადგენს”

31 მაი 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 1789 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია  და მისი პარტნიორები 31 მაისს ყოველწლიურად აღნიშნავენ მსოფლიო დღეს თამბაქოს გარეშე. ამ დღეს ყურადღების გამახვილება ხდება თამბაქოსთან ასოცირებულ ჯანმრთელობისა და სხვა რისკებზე. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 2018 წელს, მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე ფოკუსირებულია „თამბაქოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე“.
“როგორ უქმნის თამბაქო საფრთხეს გულის ჯანმრთელობას მსოფლიოში
მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე 2018 კონცენტრირებული იქნება თამბაქოს გავლენაზე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების კუთხით.
თამბაქო გულის კორონარული დაავადებების, ინფარქტის და პერიფერული სისხლძარღვების დაავადებების მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია გულზე თამბაქოს მავნე გავლენა და ხელმისაწვდომია გზები, რომლებიც ამცირებს მასთან დაკავშირებულ სიკვდილიანობას და ავადობას, საზოგადოების დიდ ნაწილს მაინც არ გააჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თამბაქო გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს.
ფაქტები თამბაქოს, გულის და სხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესახებ
მსოფლიოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები უფრო მეტ ადამიანს კლავს ვიდრე სიკვდილის სხვა ნებისმიერი მიზეზი. თამბაქოს მოხმარება და მეორადი კვამლის ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის დაახლოებით 12%-ს წარმოადგენს. თამბაქო, როგორც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევი მიზეზი, მეორე ადგილზეა ჰიპერტენზიის შემდეგ.
თამბაქოს გლობალური ეპიდემიის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება, აქედან დაახლოებით 900 000 ადამიანი არამწეველია, რომელიც თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედებით იღუპება. მსოფლიოს 1 მილიარდზე მეტ მწეველთა დაახლოებით 80% ცხოვრობს დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, სადაც თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების და სიკვდილის ტვირთი ყველაზე მძიმეა. ჯანმოს MPOWER ზომები თანხვედრაშია თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენციასთან (WHO FCTC) და იგი შესაძლოა გამოყენებულ იქნას სახელმწიფოს მიერ თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად და არაგადამდები დაავადებებისგან დასაცავად.
ეს გულისხმობს:
· თამბაქოს მოხმარების და პრევენციული პოლიტიკის მონიტორინგი
· თამბაქოს კვამლის ზემოქმედებისგან ადამიანების დაცვა საზოგადოებრივი თავშეყრის შენობა-ნაგებობებში, სამუშაო ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევის სრული აკრძალვით
· თამბაქოზე თავის დანებების ხელშეწყობა
· თამბაქოს საფრთხის შესახებ გაფრთხილება ერთგვაროვანი/სტანდარტული შეფუთვის დანერგვით, დიდი ზომის გრაფიკული გამოსახულებების და სამედიცინო გაფრთხილებების დატანით თამბაქოს შეფუთვებზე და ეფექტური ანტი-თამბაქოს კამპანიების დანერგვით რომელიც საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას თამბაქოსა და მეორადი კვამლის მავნეობის შესახებ
· თამბაქოს რეკლამის, პოპულარიზაციის და სპონსორობის აკრძალვა
· თამბაქოს პროდუქტებზე გადასახადების მატება და მისი ხელმისაწვდომობის შემცირება
მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე 2018 წელის კამპანიის მიზნები:
· ხაზი გაესვას თამბაქოსა და გულ-სასხლძარღვთა დაავადებებს შორის კავშირს
· საზოგადოებაში გაიზარდოს ცნობიერება თამბაქოს მოხმარების და მისი მეორადი კვამლის უარყოფითი გავლენის შესახებ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე
· შეიქმნას შესაძლებლობები საზოგადოებისთვის, მთავრობისთვის და სხვა მხარეებისთვის, რათა პოპულარიზაცია გაუწიონ გულის სიჯანსაღეს თამბაქოს პროდუქტების გამოყენებისგან ადამიანების დაცვით
· მოხდეს ქვეყნების სტიმულირება ჯანმო-ს FCTC MPOWER ზომების დანერგვის გასაძლიერებლად”- წერია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

დაავადება მოწევა 2018-05-31
Tags დაავადება მოწევა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიორგი კვირიკაშვილი: ქვეყნის განვითარების პროცესში სომეხი ხალხი დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებას ავლენს

შემდეგი სტატია

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე საბოლოო განაჩენი დღეს გახდება ცნობილი

მსგავსი სტატიები

„600 ათას მოქალაქეს ვალები გაუნულდება“

19 ნოე 2018

კალიფორნიაში ტყის ხანძრების შედეგად დაკარგული ადამიანების რაოდენობამ ათასს გადააჭარბა

17 ნოე 2018
ენმ-მ პროკურატურას თემურ კუპატაძის სიმამრის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით მიმართა

ენმ-მ პროკურატურას თემურ კუპატაძის სიმამრის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით მიმართა

05 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

    თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

  • სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

    სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

  • ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

    ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

  • ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

    ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge