ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა და მისი ადვოკატი ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტის მრჩეველს, კახა კოჟორიძესა და საპარლამენტო მდივანს, ანა ნაცვლიშვილს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაზა სარალიძემ კომენტარი გააკეთა.
„აბსოლუტურად ღრმა დეტალებში შევედით, კითხვის ნიშნებიდან გამომდინარე ვისაუბრეთ, ფაქტობრივად მე ამ კითხვის ნიშნებზე პასუხი გაცემული მაქვს, მაგრამ პროკურატურას არ უნდა რომ აღიაროს, ამ თემასთან დაკავშირებით, ყველაფერი დეტალურად გავაცანი პრეზიდენტის. აქედან გამომდინარე, მხარდაჭერა გვაქვს, რომ სიმართლემ აუცილებლად უნდა იზეიმოს“,-განაცხადა სარალიძემ.
კომენტარები