NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თამარ კეკენაძე: აღნიშნულმა პროცესებმა შეიძლება შეიძინოს უფრო განვრცობადი ეფექტი, ჩვენი ხელისუფლების პასიურობის ფონზე

თამარ კეკენაძე: აღნიშნულმა პროცესებმა შეიძლება შეიძინოს უფრო განვრცობადი ეფექტი, ჩვენი ხელისუფლების პასიურობის ფონზე

30 მაი 2018 ახალი ამბები 908 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს ხელისუფლებამ ამ ამბის შესახებ გაიგო მედიიდან, ზუსტად ისე, როგორც ჩვენ”, –  ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების” გენერალურმა მდივანმა თამარ კეკენაძემ, სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის აღიარებასთან” დაკავშირებით განაცხადა.

,,მე ვერ დავეთანხმები არჩილ თალაკვაძის  ოპტიმიზმს და ვერ გავიზიარებ ამ პროცესის მისეულ, მარტივ აღქმას. სირიას ჯერც აქვს  სერიოზული პოზიციები ასადის რეჟიმის და იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც არის დღეს არაბულ სამყაროში. აღნიშნულმა პროცესებმა შეიძლება შეიძინოს უფრო განვრცობადი ეფექტი, ჩვენი ხელისუფლების პასიურობის ფონზე.  ფაქტია, რომ ერთის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ მოადუნა ყურადღება არაღიარების პოლიტიკაზე მუშაობის კუთხით და მეორე მხრივ, გადასახედია ის სტრატეგია, რომლითაც  ხელისუფლება მუშაობს ამ მიმართულებით.

ფაქტია ის, რომ რუსეთს 2008 წლის შემდეგ არ შეუჩერებია მუშაობა საკუთარი გავლენების გაძლიერებისათვის. ის ეცდება კიდევ უფრო ეფექტურად გამოიყენოს გავლენები იმ მოწყვლადი ქვეყნების მიმართ, რომლებშიც აქვს პოლიტიკური, სამხედრო  და ეკონომიკური ბერკეტები. სწორედ ამ ქვეყნებთან არის მნიშვნელოვანი განსაკუთრებული სახის მუშაობა, რასაც ჩვენ სამწუხაროდ ხელისუფლების მხრიდან ვერ ვხედავთ.  სირიის მხრიდან აღიარება არის შედეგი სწორედ ხელისუფლების არასწორი პოზიციონირებისა ამ მიმართულებით.

ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს საქართველოს ხელისუფლება არაღიარების კუთხით, რა თქმა უნდა ნაწილობრივ უნდა იყოს დახურულ კარს მიღმა, მაგრამ თავად ამ ფაქტმა, რომელიც სიურპრიზი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის, დაგვანახა ის რეალობა, რომელიც ამ კუთხით გვაქვს. ეს მწარე გაკვეთილია თითოეული ჩვენთაგანისთვის.

მივესალმები საგარეო საქმეთა სამინისტროს განაცხადებას, რომლის თანახმადაც ის აპირებს გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიოერთობა სირიასთან. ქმედება კარგია, თუმცა არაა საკმარისი, რადგან  უკვე გაფუჭებულ საქმეზე რეაგირებას ჰგავს და მაქვს იმედი, რომ იმ მოწყვლად ქვეყნებთან, რომლებზეც რუსეთს  აქვს თავისი გავლენები, მუშაობა აქტიურად დაიწყება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან – აშშ -სთან, ევროკავშირთან და სხვა წონიან ქვეყნებთან ერთად. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ცალკე აღებულ სახელმწიფოს ძალიან გაუჭირდება აღნიშნულ ქვეყნებთან რუსეთის პირისპირ მუშაობა.

მნიშვნელოვანია რა გზავნილი და პოლიტიკა აქვს საქართველოს რუსეთთან მიმართებაში. ერთის მხრივ, ჩვენ ვცდილობთ რბილი პოლიტიკა გავატაროთ, მეორეს მხრივ კი ვიღებთ საწინააღმდეგო შედეგებს. ამ აღიარების შემდეგ დასაფიქრებელი და გადასახედია ჩავარდნები, რომლებიც გვაქვს.

ის, რომ სირიის მიერ აღიარება აღმოჩნდა სიურპრიზი ხელისუფლებისთვის მე მიჩენს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს თემაზე, თუ რას აკეთებს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური?! რატომ არ ჰქონდათ მათ საფუძვლიანი ეჭვი, ან კითხვის ნიშანი ამ მიმართულებით?! ვატყობ, ბევრი რამ არის გამოსასწორებელი ჩვენი უსაფრთხოების სექტორის მუშაობაში.  თუ კიდევ იქნება აღიარება რომელიმე ქვეყნის მხრიდან, ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ აისახება საქართველოს რეალობაზე.

ხელისუფლებისგან განსხვავებით მე მაქვს ჩვენი პარტნიორების იმედი, რომლებიც ძალიან თანმიმდევრულნი არიან ქართველი ხალხის მხარდაჭერაში, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იმყოფება იმ მომენტში ქვეყნის ხელისუფლებაში.

სწორედ ამის გამო მაქვს იმედი, რომ ძალიან მკაცრი გამოხმაურება მოჰყვება ამ ყველაფერს” , – განაცხადა თამარ კეკენაძემ.

კომენტარები

ამბავი აღნიშნული თამარ კეკენაძე 2018-05-30
Tags ამბავი აღნიშნული თამარ კეკენაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ქვემო ქართლის საოლქო და რუსთავის რაიონული პროკურატურის ახალი შენობა გახსნა

შემდეგი სტატია

გროისმანი დარწმუნებულია რომ ცნობილი რუსი ჟურნალისტის მკვლელობის უკან რუსეთი დგას

მსგავსი სტატიები

„ტატაზე რა გითხრათ… ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას“

„ტატაზე რა გითხრათ… ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას“

21 აგვ 2018
პატრიარქი: ჩვენი ეკლესია არის მებრძოლი ეკლესია; ამ ეკლესიამ გადაარჩინა ქართველთა რწმენა

პატრიარქი: ჩვენი ეკლესია არის მებრძოლი ეკლესია; ამ ეკლესიამ გადაარჩინა ქართველთა რწმენა

26 თებ 2018
„განვაცხადეთ 2018 წლის დროში გაწერილი გეგმა, რომელიც ძალიან საინტერესოა“

„განვაცხადეთ 2018 წლის დროში გაწერილი გეგმა, რომელიც ძალიან საინტერესოა“

11 იან 2018

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge