NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შსს: სამეგრელოში მოკლული ერთ-ერთი პირი ყოფილი პოლიციელია

შსს: სამეგრელოში მოკლული ერთ-ერთი პირი ყოფილი პოლიციელია

30 მაი 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 342 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა მიმდინარე წლის 30 მაისს ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს – ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

„გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში 1980 წელს დაბადებული გ.ფ., მისი მეზობელი – 1980 წელს დაბადებული დ.ბ. და ხელოსნად მომუშავე -1962 წელს დაბადებული ე.კ. გ.ფ.-ს საცხოვრებელ სახლში სადილობდნენ. მაღაზიიდან დაბრუნებულ გ.ფ.-ს დედას სამივე პირი გარდაცვლილი დახვდა. მათ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ამოიღო, რომელიც გ.ფ.-ს სახელზეა რეგისტრირებული.

აღსანიშნავია, რომ გ.ფ. ყოფილი პოლიციელია (იგი შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2013 წელს დაითხოვეს) და ამჟამად ერთ-ერთი კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მუშაობდა“, – აცხადებს შსს.

კომენტარები

მკვლელობა სამეგრელო შსს ხობი 2018-05-30
Tags მკვლელობა სამეგრელო შსს ხობი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბელარუსში ლუკაშენკოს თანაშემწე ქრთამის აღებისას დააკავეს

შემდეგი სტატია

„ვინმე ჭკუათმყოფელს შეუძლია დაიჯეროს, რომ გიგა ბოკერიას პარტიას 2-ჯერ მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე ბურჯანაძეს?“

მსგავსი სტატიები

„ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი პროგრამა აბსოლუტურად ალოგიკურია“

„ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი პროგრამა აბსოლუტურად ალოგიკურია“

07 დეკ 2017
„ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი გორის მოქმედი გამგებელი „შენების მოძრაობას“ შეუერთდა

„ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი გორის მოქმედი გამგებელი „შენების მოძრაობას“ შეუერთდა

21 სექ 2017
„დავით ქევხიშვილთან მუშაობა უბრალოდ შეუძლებელია“

„დავით ქევხიშვილთან მუშაობა უბრალოდ შეუძლებელია“

24 მაი 2018

უახლესი ამბები

  • ლადო კახაძე:  ჩანაწერები არ მინახავს, რადგან TV პირველს არ ვუყურებ

    ლადო კახაძე: ჩანაწერები არ მინახავს, რადგან TV პირველს არ ვუყურებ

  • “მოლაპარაკებაზე ირაკლი ღარიბაშვილი არჩილ თალაკვაძემ უნდა ჩაანაცვლოს – ღარიბაშვილი ბრიუსელში ვეღარ უნდა წავიდეს”

    “მოლაპარაკებაზე ირაკლი ღარიბაშვილი არჩილ თალაკვაძემ უნდა ჩაანაცვლოს – ღარიბაშვილი ბრიუსელში ვეღარ უნდა წავიდეს”

  • ლილი ფოფხაძე – ბავშვობაში ნატკენი

    ლილი ფოფხაძე – ბავშვობაში ნატკენი

  • ნიკოლას კეიჯი მეხუთედ დაქორწინდა

    ნიკოლას კეიჯი მეხუთედ დაქორწინდა

  • მეუფე შიო: როდესაც შეურაცხგვყოფენ, დავითმინოთ ეს პირადი შეურაცხყოფა და ვილოცოთ ჩვენი მაწყენართა და შეურაცხმყოფელთათვის

    მეუფე შიო: როდესაც შეურაცხგვყოფენ, დავითმინოთ ეს პირადი შეურაცხყოფა და ვილოცოთ ჩვენი მაწყენართა და შეურაცხმყოფელთათვის

  • ირაკლი კობახიძე:  ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერა ივანიშვილს

    ირაკლი კობახიძე: ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერა ივანიშვილს

  • რომის პაპი ფრანცისკე ერაყში ისტორიულ ვიზიტს აგრძელებს

    რომის პაპი ფრანცისკე ერაყში ისტორიულ ვიზიტს აგრძელებს

  • თელავში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცმა მშობლები და ბებია მოკლა

    თელავში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცმა მშობლები და ბებია მოკლა

  • კახა კოჟორიძე: აუცილებელია, ღარიბაშვილი ჩამოშორდეს მოლაპარაკების პროცესს

    კახა კოჟორიძე: აუცილებელია, ღარიბაშვილი ჩამოშორდეს მოლაპარაკების პროცესს

  • ზურაბ ჯაფარიძე: ყველა ბერას მორჩილია. ყველა ღარიბაშვილია. ამიტომ “ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად”-ს შინაარსი არ აქვს

    ზურაბ ჯაფარიძე: ყველა ბერას მორჩილია. ყველა ღარიბაშვილია. ამიტომ “ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად”-ს შინაარსი არ აქვს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge