NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»Reuters: ლატვიის ხელისუფლება იძიებს მისივე ბანკების შესაძლო გამოყენებას კრემლის სავარაუდო ოპერაციებში 

Reuters: ლატვიის ხელისუფლება იძიებს მისივე ბანკების შესაძლო გამოყენებას კრემლის სავარაუდო ოპერაციებში 

30 მაი 2018 მსოფლიო 337 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ლატვიის ხელისუფლება იძიებს მისივე ბანკების შესაძლო გამოყენებას  კრემლის სავარაუდო ოპერაციებში სხვა ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში ჩარევასთან დაკავშირებით. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც რიგამ აშშ-სგან შესაბამისი გაფრთხილება მიიღო, ამის შესახებ Reuters იტყობინება.

სააგენტოს, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა დაუდასტურა, რომ რუსეთისა და საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების მოქალაქეები, მათ შორის ისინიც ვისაც აშშ-ს სანქციები შეეხო, ფულს ლატვიის ბანკებში აბანდებდნენ. ამასთან, ზოგიერთ მათგანს ანაბრები შესაძლოა “სხვა ქვეყნებში პოლიტიკური სიტემის საწინააღმდეგოდ” გამოეყენებია, აღნიშნავს მინისტრი.

“ამჟამად, ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციებს, რომლებიც  ჰიბრიდულ ომთან არის დაკავშირებული”, – განაცხადა რინკევიჩმა.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია რომელ საქმეს იძიებენ, თუმცა სამმა ლატვიელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ საუბარია თანხების ნაკადზე რუსეთიდან ლატვიის ბანკების გავლით, მონტენეგროში გადატრიალების მცდელობის მხარდასაჭერად. როცა 2016 წელს მონტენეგროს მოსახლეობამ საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, ქვეყნის ხელისუფლებამ მონტენეგროს პრემიერ-მინისტრზე შეიარაღებული თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით  მეზობელი სერბეთიდან 20 ადამიანი დააკავა.

სერბეთი მოგვიანებით იტყობინებოდა, რომ ადგილობრივმა დაზვერვამ და საგამოძიებო ორგანოებმა დააკავეს ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ეჭვმიტანილი იყვნენ მონტენეგროში ხელისუფლების წინააღმდეგ ქმედებებში. მათ შორის იყვნენ მემარჯვენე ორგანიზაციების წევრები, სამხედრო დაჯგუფებების წევრები, რომლებიც დონბასში მოქმედებდნენ. მათ სერიოზული აღჭურვილობა ჰქონდათ, რომელიც საშუალებას აძლევდათ მონტენეგროს პრემიერის გადაადგილებისათვის თვალი ედევნებიათ. დაკავებისას მათ ჩამოართვეს 125 ათასი ევრო და უნიფორმა. 

მონტენეგროს სპეციალურმა პროკურორმა, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მოსკოვს შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალი დასდო. მისივე განმარტებით, შეთქმულება მიმართული იყო იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკის ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგ.

 

კომენტარები

დონბასი კრემლი ლატვია მონტენეგრო სერბეთი 2018-05-30
Tags დონბასი კრემლი ლატვია მონტენეგრო სერბეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი ხვალ 11:00 საათზე გამოცხადდება

შემდეგი სტატია

არკადი ბაბჩენკო ცოცხალია, მისი მკვლელობა უკრაინის უშიშროებამ დადგა

მსგავსი სტატიები

ნატო ევროპის სარდლობას აძლიერებს

ნატო ევროპის სარდლობას აძლიერებს

09 ნოე 2017

Украинская правда: „სააკაშვილი შენობის სახურავზე იმყოფება“

05 დეკ 2017

Apple-ის ახალი iPhone XS და „ჭკვიანი საათი“

13 სექ 2018

უახლესი ამბები

  • ლილი ფოფხაძე – ციცქნა

    ლილი ფოფხაძე – ციცქნა

  • მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

    მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

  • ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

    ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge