NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გახარია: „უვიზო რეჟიმის გაუქმების საფუძველი ნამდვილად არ არსებობს“

გახარია: „უვიზო რეჟიმის გაუქმების საფუძველი ნამდვილად არ არსებობს“

30 მაი 2018 ახალი ამბები 666 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავლენიანი გამოცემა – გერმანული „შპიგელი“ საქართველოს ვიცე პრემიერთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი გახარიასთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. საუბრის თემა საქართველოსთვის მინიჭებულ უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობას, ქართველების მიერ ევროპაში ჩადენილი კრიმინალის დონესა და სტატისტიკურ მონაცემებს შეეხება.

გიორგი გახარია საუბრის დასაწყისშივე უვიზო რეჟიმის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და მას ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გათვალისწინებით საქართველოს უდიდეს მონაპოვარს უწოდებს, რომლის შენარჩუნება და მდგრადობაც ასევე უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

„2017 წლის 28 მარტს უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან მიმდინარე წლის 21 მაისის მდგომარეობით, უშუალოდ საქართველოდან, მხოლოდ საჰაერო გზით შენგენის მიმართულებით საქართველოს 250 000-ზე მეტმა მოქალაქემ განახორციელა 300 000-ზე მეტი ვიზიტი; მითითებულ პერიოდში, კონკრეტულად გერმანიაში საქართველოს 66 091 მოქალაქემ განახორციელა 86 304 ვიზიტი. რეალურად სხვადასხვა მარშუტებით ევროპაში შესულ მგზავრთა ნაკადი ბევრად აღემატება ამ მონაცემს. უფრო მეტიც, თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებში ამ ციფრებთან შედარებით არის ძალზედ უმნიშვნელო. აღნიშნული მიუთითებს, რომ საქართველოს მრავალი მოქალაქე ყველა წესის დაცვით სარგებლობს უვიზო მიმოსვლით და იღებს ყველა სარგებელს, რაც უვიზო რეჟიმს მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის“, -აცხადებს გიორგი გახარია.

რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებელთა ტალღას, რომელიც ერთგვარ კრიტიკასაც კი იწვევს, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოდან შენგენის ქვეყნებში შესვლის და დარჩენის მსურველთა რაოდენობის ზრდა არ არის განსაკუთრებული შემთხვევა, რადგან მსგავსი ტენდენცია ევროპის სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც ფიქსირდება, რომელთაც უვიზო რეჟიმი მიენიჭათ ევროკავშირთან. გიორგი გახარიას განცხადებით, პირველი წელი არის კრიტიკული ფაზა – პირველი ტალღა, რომელსაც, როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება ცხადყოფს, მოჰყვება კლების ტენდენცია. აღნიშნული პოზიტიური დინამიკა უკვე სახეზეა საქართველოს შემთხვევაშიც. 2018 წლის იანვრიდან ყოველთვიურად ფიქსირდება თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის კლება და იანვართან შედარებით აპრილში დაფიქსირებულია კლება 58%-ით.

რაც შეეხება კრიმინალს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პოზიტიური განვითარება გვაქვს ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის კუთხითაც. მჭიდრო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, ასევე შემცირებულია ბოლო ორ წელიწადში თავად დანაშაულში მხილებული პირების თუ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის, ასევე ბინის ქურდობის რიცხვი.

„მე ვფიქრობ, რომ აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა მედიასა თუ პოლიტიკურ სპექტრში, ცოტა გადაჭარბებულია. გერმანიის პოლიციის კრიმინალური სტატისტიკა სრულყოფილ ინფორმაციას იძლევა და ერთმნიშვნელოვნად გვიჩვენებს, რომ 2016 და 2017 წლებში, დანაშაულში მხილებული ქართველების წილი დანაშაულში მხილებულთა მთლიან რაოდენობაში 0,3%-ს შეადგენს. და საქართველოს მოქალაქეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებში, გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით, ქვეყნების მიხედვით ბოლო, 25-ე ადგილს იკავებს. ჩვენ მტკივნეულად განვიცდით თითოეულ შემთხვევას და არ ვაკნინებთ ფაქტებს, თუმცა მიმაჩნია, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმების საფუძველი ნამდვილად არ არსებობს“, – აცხადებს გიორგი გახარია.

გავლენიან გამოცემასთან ინტერვიუში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იმ პრევენციულ ღონისძიებებზეც საუბრობს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. მათ შორის საკანონმდებლო ცვლილება, რომელმაც გვარის შეცვლის შესაძლებლობები შეზღუდა და ინტენსიური საინფორმაციო კამპანიები.

ასევე, მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპოლიციო თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნებთან.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარგზავნილი ჰყავს პოლიციის ატაშეები ევროკავშირის 8 ქვეყანაში: ავსტრია, გერმანია, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, შვედეთი. თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით იგეგმება ატაშეების ქსელის გაფართოება, რაც გულისხმობს ახალი ატაშეების წარგზავნას და რიგ შემთხვევებში ერთი ატაშეს მიერ რამდენიმე ქვეყნის გადაფარვას. უახლოეს პერიოდში, წარვგზავნით საქართველოს პირველ მეკავშირე ოფიცერს ევროპოლში“, – აცხადებს გიორგი გახარია

კომენტარები

გიორგი გახარია კომენტარი რეჟიმი 2018-05-30
Tags გიორგი გახარია კომენტარი რეჟიმი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

წულუკიანი: ალბათ ამ მეგობრების ინტერესში უნდა იყოს, რომ გარდაცვლილი მეგობრის საქმეზე ერთად დავადგინოთ სიმართლე

შემდეგი სტატია

ბელარუსში ლუკაშენკოს თანაშემწე ქრთამის აღებისას დააკავეს

მსგავსი სტატიები

Top 20 Approaches to Make Your Web-site Trustworthy On your Visitors

07 ივნ 2018
პატრიარქი: სიყვარულით მივესალმები, ვულოცავ ახალ წელს მკვიდრთა საქართველოისათა

პატრიარქი: სიყვარულით მივესალმები, ვულოცავ ახალ წელს მკვიდრთა საქართველოისათა

01 იან 2018
„სიცოცხლით სავსე ქალაქის ნაცვლად, მივიღეთ შიშით და სიკვდილით სავსე ქალაქი”- ოპოზიცია დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებას ეხამაურება

„სიცოცხლით სავსე ქალაქის ნაცვლად, მივიღეთ შიშით და სიკვდილით სავსე ქალაქი”- ოპოზიცია დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებას ეხამაურება

სოსო ელისაშვილი 08 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • ირაკლი კობახიძე: …რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს

    ირაკლი კობახიძე: …რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს

  • იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

    იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

    ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

  • ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

    ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

  • თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

    თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge