საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ლომისობის დღესასწაულზე ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს დააკავებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უასფრთხოების სამსახური ავრცელებს.
“30 მაისის ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დღესასწაულის დროს, კირბალისა და მეჯვრისხევის მოსახლეობის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, მოხდება მათი დაკავება. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”- წერია სუს-ის განცხადებაში.
კომენტარები