28 მაისს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმმაცნობილი ქართველი პოეტის, დავით მაღრაძისამერიკული წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
გიორგი რამიშვილის მხარდაჭერით, წამყვანმაამერიკულმა გამომცემლობამ ”Rare Bird Books“, კომპანია „სილქნეტმა“ და „წინანდალის ფონდმა“ ჩამოაყალიბეს ერთობლივი პროექტი, რომლისმიზანია ნიჭიერი ქართველი ხელოვანებისშემოქმედების პოპულარიზაცია მთელმსოფლიოში.
დათო მაღრაძის კრებულში შესულია სხვადასხვაპერიოდის ლექსები და ორი პოემა, „ჯაკომოპონტი“ და „შენთვის“. წიგნის გავრცელებასამერიკის 50 შტატში ერთ–ერთი უმსხვილესისადისტრიბუციო კომპანია Publishers Group West უზრუნველჰყოფს.
პრეზენტაციაზე დასასწრებად საქართველოშიჩამოვიდნენ გამომცემლობის პრეზიდენტი, ბატონი ტაისონ კორნელი,და აღმასრულებელირედაქტორი, ბატონი გაი ინტოჩი.
გამომცემლების თქმით, მაღრაძის ნამუშევარითანამედროვე პოეზიის შედევრია და მათიმოლოდინით აშშ–ში პოეზიის მოყვარულთათვისსასიამოვნო სიურპრიზი იქნება.
„ჩვენთვის დიდი პატივია დღეს ამ ისტორიულადგილას ყოფნა და იმ მდიდარი კულტურულიტრადიციის გაგრძელებაში მონაწილეობისმიღება, რომელიც აქ მრავალი წელია არსებობს. მადლობელი ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობავეზიაროთ სერიოზულ პოეზიას, რომელიცსცდება დროისა და სიცრცის საზღვრებს. ჩვენთვისძალიან მნიშვნელოვანია გავიტანოთ ეს პოეზიაამერიკაში და ხელი შევუწყოთ მისპოპულარიზაციას.“ – განაცხადა ტაისონკორნელიმ. კრებული ავტორთან ერთადშეერთბეულ შტატებში იმოგზაურებს. საპრეზენტაციო ტური ამერიკის თითქმის ყველაშტატს მოიცავს.
დავით მაღრაძემ და ამერიკული გამომცემლობისწარმომადგენლებმა შესაბამის მემორანდუმს ხელიწინანდალში, დამსწრე საზოგადოების წინაშე, მოაწერეს.
“სილქ როუდ ჯგუფის” მიერ დაფუძნებული„წინანდლის საქველმოქმედო ფონდის“ მისიაა კავკასიის რეგიონში მშვიდობის, ერთიანობის დაკეთილდღეობის ხელშეწყობა ხელოვნებისსაშუალებით, ისევე, როგორც ქართულიკულტურის პოპულარიზაცია მსოფლიოსმასშტაბით.
„Rare Bird Books”, რომელმაც კრებული გამოსცა, წელიწადში დაახლოებით 50-მდე სხვადასხვაფორმატის პუბლიკაციას უშვებს, თანამშრომლობს გამორჩეულ ავტორებთან დახელს უწყობს მათი ლიტერატურის თანამედროვებაზარზე პოპულარიცაზიას.
კომენტარები