ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი მოზარდის, დავით სარალიძის მამა პროკურატურას აკრიტიკებს. ზაზა სარალიძისთვის გაუგებარია, თუ რატომ გაასაჯაროვა პროკურატურამ მისი შვილის ნივთები, მაშინ როდესაც, მას შვილის ნივთების გადაცემაზე აქამდე უარს ეუბნებოდნენ და ამას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებით ხსნიდნენ.
„ჩემი შვილის ტანსაცმელი, რომელიც მე პირადად არ მინახავს, საჯარო გახადეს. მეუბნებოდნენ, რომ ეს არასრულწლოვნების მართლმსაჯულებიდან გამომდინარეობდა და დღეს საჯარო გახადეს? ტაშს დავუკრავ.
გამოვიდეს შოთაძე და გამცეს პასუხი, რატომ გაანადგურა ფარდული, რომელიც მთავარი ნივთმტკიცება იყო, რატომ გაღუნა ექსპერტიზამ დანა, რომელზეც ექსპერტიზის ჩატარება აღარ შეიძლება, რატომ არ მოიტანა სამხარაულის ექსპერტმა ის დასკვნები, რაც მაია ნიკოლაიშვილმა მოიტანა, დასურათებული, დაზიანებები, რაც ტანსაცმელზე ჰქონდა ჩემ შვილს, გამცეს ამაზე პასუხი“,-განაცხადა სარალიძემ.
კომენტარები