სირიის ბაშარ ასადის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. ამის შესახებ სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა. დიპლომატიური ურთიერთობები საელჩოების გახსნის დონეზე დამყარდება“, – ნათქვამია სირიის საგარეო უწყების განცხადებაში.
კომენტარები