საფრანგეთში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მწეველთა რიცხვის რეკორდული ვარდნა დაფიქსირდა. 2016-2017 წლებთან შედარებით კი მწეველთა რიცხვი მილიონით შემცირდა, რაც გამოკითხვის შედეგებით დასტურდება, რომელიც საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაატარა.
დასკვნაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ განსაკუთრებით იკლო მწეველთა რიცხვმა მოზარდებში და დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობაში. აღნიშნული შედეგი, სავარაუდოდ, გამოიღო ცოტა ხნის წინ საფრანგეთში მიღებულმა თამბაქოს საწინააღმდეგო ნორმებმა, წერს bbc.
კომენტარები