ბელგიაში უცნობმა მამაკაცმა ორი პოლიციელი და ერთი მოქალქე მოკლა, ინციდენტი ქალაქ ლიეჟის ცენტრში მოხდა, ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ასევე, დაჭრილია ორი ადამიანია, იტყობინება ტელეკომპანია RTBF.
ბოროტმოქმედი სამართალდამცავებმა მოკლეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მძევლად აიყვანა ქალი და მასთან ერთად ლიცეუმის შენობაში მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით მოსწავლეები არ დაშავებულან.
თავდამსხმელმა ცეცხლი კაფე Augustins სიახლოვეს გახსნა, მამაკაცმა, რომელსაც პოლიციელებმა საბუთები მოსთხოვეს მათ იარაღი წაართვა და ცეცხლი გახსნა. დაიღუპა ორივე პოლიციელი – ადასტურებს RTBF .
საიტი La Libre Belgique იტყობინება, რომ თავდამსხმელი იძახდა “ალაჰ აქბარ”.
კომენტარები