NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„თქვენ ამ განცხადებით ფაქტობრივად აღიარეთ სარალიძისა და გირგვლიანის საქმის იდენტურობა!“

„თქვენ ამ განცხადებით ფაქტობრივად აღიარეთ სარალიძისა და გირგვლიანის საქმის იდენტურობა!“

28 მაი 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 340 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, დედაქალაქის მერმა, რომელიც გუშინდელ, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციას გამოეხმაურა, ფაქტობრივად დაადასტურა სარალიძისა და გირგვლიანის საქმის იდენტურობა. მელიას განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ათასობით ადამიანმა გამოუცხადა სოლიდარობა ზაზა სარალიძეს. როგორც ჩანს, სწორედ აქციის მრავალრიცხოვნებამ გამოიყვანა მწყობრიდან დედაქალაქის მერი კალაძე, რომელიც საზოგადოების რეაქციას გამოეხმაურა ყოველად სამარცხვინო განცხადებით.

მივმართავ, საზოგადოების სამართლიანი პროტესტით აღშფოთებულ კალაძეს:

თქვენ ამ განცხადებით ფაქტობრივად აღიარეთ სარალიძისა და გირგვლიანის საქმის იდენტურობა! დიახ, აღიარეთ რომ სარალიძე თქვენი ხელისუფლების „გირგვლიანია”! თუ ასე არაა, რატომ გაგახსენათ ამ აქციამ გირგვლიანი? თურმე დღესაც გახსოვთ როგორ გინახავთ პირველად გამწარებული დედა ირინა ენუქიძე და მის მოწოდებაზე გამოსული მხოლოდ ათიოდე მოქალაქე. წლების წინ, იმ აქციაზე, თქვენ არ მდგარხართ – ხელისუფლების ფავორიტობა და პრემიერ ნოღაიდელთან ერთად მრავალმილიონიანი ბიზნესები არ გეთმობოდათ.

თქვენგან განსხვავებით კი მე, ნიკა მელია, ის ვარ, ვინც მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი, იმ საპროტესტო აქციებზე ვიდექი და ირინა ენუქიძის ტკივილს თქვენსავით გადმოცემით არ ვიზიარებდი. ასე რომ, როდესაც დღეს ჩვენ გვიწოდებთ „ამორალურ პირებს” და „გაკვირვებას” ვერ მალავთ საზოგადოებისადმი ჩვენი დამოკიდებულების გამო, სჯობს თქვენს იმდროინდელ დამოკიდებულებებსაც გადახედოთ და გაიხსენოთ, რომ ირინა ენუქიძე და სანდრო გირგვლიანი მაშინ გაგახსენდათ, როცა თქვენი და მაშინდელი ხელისუფლების გზები გაიყო და ეს ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციებისთვის დაგჭირდათ.

აქვე მინდა შეგახსენოთ და გაგაფრთხილოთ, „გირგვლიანის საქმის“ გამო, ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიტიკურად უკვე აგო პასუხი 2012 წლის არჩევნებზე და სარალიძის გამო, სწორედ თქვენს გუნდს მოუწევს მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა!“ – აცხადებს მელია.

კომენტარები

დავით სარალიძე ნაციონალური მოძრაიბა ნიკა მელია სანდრო გირგვლიანი სანდრო გირგვლიანის საქმე სარალიძე 2018-05-28
Tags დავით სარალიძე ნაციონალური მოძრაიბა ნიკა მელია სანდრო გირგვლიანი სანდრო გირგვლიანის საქმე სარალიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სუს-მა ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შემდეგი სტატია

სააკაშვილი: „ჩვენ უნდა შევქმნათ 5-5 კაციანი ჯგუფები“

მსგავსი სტატიები

აშშ-ის მხრიდან იქნება სანქციები, უმკაცრესი განცხადებები და კატეგორიული მოთხოვნა ნორმალური არჩევნების ჩატარების

აშშ-ის მხრიდან იქნება სანქციები, უმკაცრესი განცხადებები და კატეგორიული მოთხოვნა ნორმალური არჩევნების ჩატარების

ირაკლი შალიკაშვილი 28 იან 2020
სობჩაკი სოლოვიოვის გადაცემაში უკრაინული დროშის ფერებიანი სამკაულით მივიდა

სობჩაკი სოლოვიოვის გადაცემაში უკრაინული დროშის ფერებიანი სამკაულით მივიდა

24 ნოე 2017

გიგი წერეთელი სერგეი ლავროვს შეხვდა

07 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ხათუნა ჟორდანია: რად­გან ბევ­რმა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, დავ­წერ მეც! ჩემი შვი­ლი გა­თხოვ­და უკვე დიდი ხა­ნია

    ხათუნა ჟორდანია: რად­გან ბევ­რმა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, დავ­წერ მეც! ჩემი შვი­ლი გა­თხოვ­და უკვე დიდი ხა­ნია

  • კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი: ეს არ არის სიტუაცია, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

    კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი: ეს არ არის სიტუაცია, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

  • ნინოწმინდაში თოვლის საწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი (ფოტოები)

    ნინოწმინდაში თოვლის საწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი (ფოტოები)

  • კომპანიები, რომლებმაც გელათი გადახურეს დააჯარიმეს

    კომპანიები, რომლებმაც გელათი გადახურეს დააჯარიმეს

  • ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი: ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია

    ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი: ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია

  • ვიღაცეებისთვის ოპოზიციური ერთობა ცხოვრების წესია, ბოდიში რომ განსხვავებულად ვხედავთ საკითხებს

    ვიღაცეებისთვის ოპოზიციური ერთობა ცხოვრების წესია, ბოდიში რომ განსხვავებულად ვხედავთ საკითხებს

  • „ნაცმოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და საპარლამენტო ბოიკოტიც სინამდვილეში მიზნად ამ ახალი პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას ისახავდა

    „ნაცმოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და საპარლამენტო ბოიკოტიც სინამდვილეში მიზნად ამ ახალი პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას ისახავდა

  • ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველანაირი ვადა და გამოსაცდელი პერიოდი ამოიწურა

    ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველანაირი ვადა და გამოსაცდელი პერიოდი ამოიწურა

  • ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს

    ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს

  • გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

    გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge