NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისის მერიამ ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

თბილისის მერიამ ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

28 მაი 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 337 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მერიამ მუნიციპალური მომსახურებისათვის საჭირო საზოგადოებრივი ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი, აუქციონის გარეშე თავიდან გამოაცხადა. ამჯერად, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია 90 ავტობუსის შესყიდვას 45 მილიონ ლარად გეგმავს.  ტენდერის პირობების შესრულბის ვადა 160 დღეა.

ტენდერის თანახმად, შემოთავაზებული ავტობუსები უნდა იყოს ერთი მარკის და ერთი მოდელის და მათი გამოშვების თარიღი უნდა იყოს არანაკლებ 2018 წელი.

ასევე, ტენდერი ითხოვს შემდეგი პირობების შესრულებას:

ძარის ტიპი (Body style) დაბალ შესასვლელიანი საქალაქო ავტობუსი (დასაშვებია მესამე კარებთან გააჩნდეს ერთი საფეხური); ავტობუსის სიგრძე 10000 მმ (+1000 მმ, -500 მმ) სიგანე 2500 მმ (± 100 მმ) (უკანა ხედვის სარკეების გარეშე) სიმაღლე 2800 მმ (+ 400 მმ) (სახურავზე დამონტაჟებული კონდიციონერის გარეშე) მაქსიმალური წონა (დაუტვირთავ მდგომარეობაში) არაუმეტეს 18 000 კგ.

მგზავრების დასაჯდომი ადგილები (მძღოლის დასაჯდომის გარეშე) არანაკლებ 23 დასაჯდომი ადგილი + სივრცე არანაკლებ ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლისათვის. სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო სახელურებითა და გაჩერების მოთხოვნის ღილაკით, ეტლის სათანადო ადგილას დასამაგრებელი მოწყობილობით. ადგილების კონფიგურაცია უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება მგზავრების რაოდენობა სულ (მძღოლის დასაჯდომის გარეშე) არანაკლებ 69 მგზავრი.

ძრავი დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავი, არანაკლებ Euro VI ემისიის სტანდარტის შესაბამისი. ძრავის სიმძლავრე არანაკლებ 200 კვტ. წვა 100კმ-ზე სორტების მიხედვით არაუმეტეს 35 ლიტრისა 100 კმ-ზე. საწვავის ავზის ტევადობა არანაკლებ 200 ლიტრი. სიჩქარე არანაკლებ 70 კმ/სთ.

ავტობუსი უნდა იყოს მარცხენა საჭიანი, გამაძლიერებლით აღჭურვილი. ავტობუსის ჭერი და გვერდითა კედლები უნდა იყოს თბო-იზოლირებული. მარჯვენა მხრიდან უნდა გააჩნდეს 3 ასასვლელი. ასასვლელებში არ უნდა იყოს საფეხურები (დასაშვებია მესამე კარებთან გააჩნდეს ერთი საფეხური), ავტობუსის გადაადგილების რეჟიმში უნდა ხდებოდეს ყველა კარების ბლოკირება. კარები უნდა იღებოდეს ავტობუსის მხოლოდ გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნის დროს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მექანიკური პანდუსი უნდა იყოს მეორე კარის ტერიტორიაზე რათა საშუალება იყოს ეტლის შესვლისა. პანდუსს უნდა შეეძლოს დაახლოებით 300 კილოგრამი ტვირთის ზიდვა.

გარდა ამისა, მოთხოვნების თანახმად, ავტობუსის დასაჯდომები უნდა იყოს ანატომიური ტიპის. არ უნდა ჰქონდეს უხეში კიდეები. დასაჯდომების საფარი დამზადებული უნდა იყოს მასალისგან, რომელიც არის რბილი, ფორმა შენარჩუნებადი, წყალგამძლე, მტვერმედეგი , სითბოს შენარჩუნებადი, დაკაწვრისგან გაძლებადი და გამძლე. დასაჯდომების და გადასაფარებლების დიზაინი და ფერი შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველთან.

ავტობუსს უნდა გააჩნდეს მგზავრთა განყოფილების ინტეგრირებული გათბობა, კონდინცირება და ვენტილაცია. ავტობუსის კონდინცირება გათვლილი უნდა იყოს თბილისის კლიმატურ პირობებზე (-15˚C – +45˚C).

ავტობუსი აღჭურვილი უნდა იყოს ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სიტემით, რომლის გამოსახულების გამოტანა უნდა ხდებოდეს მძღოლთან არსებულ დისპლეიზე (მონიტორზე). ერთი კამერა მიმართული უნდა იყოს წინ, გზისკენ, მეორე – მძღოლისკენ, დანარჩენი კამერები უნდა იძლეოდეს ავტობუსის მთლიანი შიდა სივრცის მონიტორინგის შესაძლებლობას.

ავტობუსს უნდა გააჩნდეს გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება ავტობუსი ფერი შემსყიდველთან შეთანხმებით.

კომენტარები

ავტობუსები თბილისის მერია მუნიციპალური ტრანსპორტი ტენდერი 2018-05-28
Tags ავტობუსები თბილისის მერია მუნიციპალური ტრანსპორტი ტენდერი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კახა კალაძე თხინვალასა და ვარაზის ქუჩებს შორის მონაკვეთზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

შემდეგი სტატია

ქეთევან ციხელაშვილი: „მტკიცედ მჯერა, მეტი ქალი სამშვიდობო პროცესში ნიშნავს მეტ მშვიდობას მსოფლიოში“

მსგავსი სტატიები

თეა წულუკიანს შეწყალების პოლიტიკასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კითხვები აქვს

თეა წულუკიანს შეწყალების პოლიტიკასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კითხვები აქვს

03 მაი 2018
სამოგზაურო დაზღვევის შეძენა უკვე პირადი მონაცემების შეყვანის გარეშეა შესაძლებელი

სამოგზაურო დაზღვევის შეძენა უკვე პირადი მონაცემების შეყვანის გარეშეა შესაძლებელი

16 თებ 2018

„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამ ორი ადამიანის გადარჩენა და პოვნა მოხდეს“

15 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

    გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

  • ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

    ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

  • ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

    ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

  • რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

    რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

  • მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

    მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

  • კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

    კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

  • “იღბლიანი რიგი მაქვს  – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

    “იღბლიანი რიგი მაქვს – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

  • თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

    თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

  • გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

    გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

  • 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

    18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge