ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის დედის განცხადებით, ექსპერტ მაია ნიკოლაიშვილის დასკვნა არის ქართული სამედიცინო ექსპერტიზის სირცხვილი. ნათია საყვარელიძის განცხადებით, მისთვის აღმაშფოთებელი იყო ის, რომ მაია ნიკოლაიშვილის დასკვნის მიხედვით, მისი შვილი მაკრატლით იყო მოკლული.
„ნიკოლეიშვილის დასკვნა იყო კრახი, ეს იყო ქართული სამედიცინო ექსპერტიზის სირცხვილი და მარტო იმის გამო არ ვამბობ ამას მე, რაც შიგნით ეწერა. მის მიერ წარმოდგენა სასამართლოზე, ეს იყო მოსამართლის შეურაცხყოფა. მაია ნიკოლაიშვილს ეგონა, რომ ჩვენ ძალიან გაუნათლებლები და დებილები ვისხედით დარბაზში და ვერ გავიგებდით მის ლაპარაკს. განსაკუთრებით აღმაშფოთა იმან, რომ დაასკვნა, რომ თურმე მაკრატლით არის ჩემი შვილი მოკლული“,-განაცხადა ნათია საყვარელიძემ.
კომენტარები