NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»Daily Storm: კრემლს ყვავილებს სააფთიაქო ქსელის მფლობელი სამსონ სოგოიანი აწვდის

Daily Storm: კრემლს ყვავილებს სააფთიაქო ქსელის მფლობელი სამსონ სოგოიანი აწვდის

28 მაი 2018 მსოფლიო 623 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რუსეთის პრეზიდენტის მიერ გერმანიის კანცლერისათვის მირთმეული ყვავილების თაიგულის, რომელმაც სკანდალი გამოიწვია და ემანუელ მაკრონის მეუღლისათვის მირთმეული ყვავილების მიმწოდებელი ერთი და იგივე ფირმაა, ამის შესახებ წერს Daily Storm.

ჟურნალისტების მტკიცებით, კრემლის ღონისძიებებზე ყვავილების მიმწოდებლის ვინაობას ჩინოვნიკები არ ახმოვანებენ. თუმცა, ქსელში გავრცელდა კონტრაქტის ასლები, სადაც აღნიშნულია, რომ მაღალი რანგის შეხვედრებზე ყვავილების მიმწოდებელი სააფთიაქო ქსელის “Самсон-Фарма” -ს მფლობელი, სამსონ სოგოიანია.

დეკემბრის ბოლოს, სახელმწიფო შესყიდვების საიტზე გამოცხადდა კრემლისათვის ყვავილების მიწოდებაზე 2018 წლის განმავლობაში კონკურსი – 9 მილიონ რუბლზე. კონკურსის მთავარი მოთხოვნა იყო 10 კომპოზიციის უზრუნველყოფა სხვადასხვა ღონისძიებებისათვის და 700-ზე მეტი თაიგულისა და 4 ათასი ვარდისა და მიხაკის მიწოდება.

ყველაზე ძვირადღირებული აღმოჩნდა სამძიმრისთვის გათვალისწინებული ორთაიგულიანი გვირგვინი 60 ათასი რუბლის ღირებულების, ხოლო ყველაზე იაფი უცხოური დელეგაციებისათვის განკუთვნილი თაიგულები – 3 ათას რუბლის ღირებულების. სწორედ, ასეთი იაფი თაიგული მიართვა ვლადიმერ პუტინმა ანგელა მერკელს.

ცნობისათვის, სოჭში პუტინის მიერ მერკელისთვის მირთმეულმა თაიგულა გერმანული პრესის აღშფოთება გამოიწვია.  ტაბლოიდმა Bild ეს ფაქტი  მერკელის შეურაცხყოფად მიიღო და აღნიშნა: მსოფლიოს წამყვან პოლიტიკოსებს შორის, მიღებულია ხელის ჩამორთმევა მისალმების ნიშნად და არა ყვავილების მირთმევა.

ამასთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა:

ჩვენთან აბსოლუტურად ნორმალურია ქალისათვის ყვავილების ჩუქება – როგორც კოლეგებისათვის სამსახურში, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებში.

ცნობისათვის, სოგოიანმა სააფთიქო ქსელი “Самсон-Фарма” 1993 წელს დააარსა. კომპანია უმსხვილეს სააფთიაქო ქსელების ათეულშია. მის მფლობელობაშია მოსკოვის სხვადასხვა რაიონში განთავსებული 50-ზე მეტი აფთიაქი.

 

კომენტარები

TOP ანგელა მერკელი ვლადიმერ პუტინი კრემლი 2018-05-28
Tags TOP ანგელა მერკელი ვლადიმერ პუტინი კრემლი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქეთევან ციხელაშვილი: „მტკიცედ მჯერა, მეტი ქალი სამშვიდობო პროცესში ნიშნავს მეტ მშვიდობას მსოფლიოში“

შემდეგი სტატია

ელექტრომომარაგება 29 მაისს დროებით შეიზღუდება

მსგავსი სტატიები

ილია პონომარიევი: ვლადიმირ პუტინის ყოფილი თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი, შინაპატიმრობაში იმყოფება

ილია პონომარიევი: ვლადიმირ პუტინის ყოფილი თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი, შინაპატიმრობაში იმყოფება

ნინო ჩხეიძე 12 აპრ 2022
“გრძელდება ხარკოვის დაბომბვა, რთული ვითარებაა ჩერნიგოვშიც”

“გრძელდება ხარკოვის დაბომბვა, რთული ვითარებაა ჩერნიგოვშიც”

ნინო ჩხეიძე 05 მარ 2022
ჰოლანდიაში „ვიაგრასთან“ დაკავშირებული ექსპერიმენტის შედეგად 11 ახალშობილი დაიღუპა

ჰოლანდიაში „ვიაგრასთან“ დაკავშირებული ექსპერიმენტის შედეგად 11 ახალშობილი დაიღუპა

25 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

    რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

  • უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

    უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

  • პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

    პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან  საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

  • დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

    დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

  • ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

    ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი  ცხოვრების ისტორია

    დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი ცხოვრების ისტორია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge