NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კვირიკაშვილი დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

კვირიკაშვილი დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

27 მაი 2018 ახალი ამბები 614 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმზე – „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართა.

“მივესალმები პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლების შთამომავლებს, რომლებიც აქ იმყოფებიან. ჩვენთვის უდიდესი პატივია და ძალიან გვიხარია, რომ ჩვენ გუშინ ერთად ვიდღესასწაულეთ ეს უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღი – პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე.

მინდა, გავიხსენო ერთი ძალიან საინტერესო განცხადება. როდესაც საქართველომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას მიაღწია და ჩვენ პირველად უვიზოდ გავემგზავრეთ ჯერ ევროპის კულტურულ დედაქალაქ ათენში, ხოლო შემდეგ პოლიტიკურ დედაქალაქ ბრიუსელში, ქართველ სტუდენტბთან, ახალგაზრდებთან ერთად, იმ საღამოს მიღება გვქონდა ბრიუსელში, ჩვენს საელჩოში. ამ მიღებაზე, ევროკომისარმა ევროპის საშინაო მიგრაციისა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა, „რომ არ ყოფილიყო საბჭოთა ოკუპაცია, საქართველო აუცილებლად იქნებოდა ევროკავშირის დამფუძნებელ მამათა შორის”. ეს განცხადება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს ევროპული, დემოკრატიული ტრადიციების და ფასეულობების მნიშვნელობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ამაზე უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ. უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ იმ სამი წლის განმავლობაში გაკეთებულ ტიტანურ საქმეზე, ვიდრე ჩვენ ამას აქამდე ვაკეთებდით.

ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გნებავთ, ეს ჩემი მხრიდანაც იმის აღიარებაა, რომ უფრო მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ჩვენი ისტორიის ამ ძალიან მნიშვნელოვან სამწლიან მონაკვეთს.

ასე, რომ კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი და მინდა, საქართველოს ვუსურვო, ის მართლაც გამხდარიყოს ევროპის ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, როგორც ამას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი მამები ოცნებობდნენ 1918 წლის 26 მაისს“,- აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

დიასპორია კვირიკაშვილი ფორუმი 2018-05-27
Tags დიასპორია კვირიკაშვილი ფორუმი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კრიშტიანუ რონალდუ კიდევ ერთი ისტორიული რეკორდის ავტორი გახდა

შემდეგი სტატია

ირაკლი კობახიძე: „საქართველოს პარლამენტი ცდილობს ყველა ზომა მიიღოს იმისათვის, რომ ჩვენი დიასპორის ინტერესები სათანადოდ იყოს დაცული”

მსგავსი სტატიები

“გთავაზობთ მოდელს, დაინიშნოს სასამართლოში ახალი ნაკადი, მაგრამ მოქმედი მოსამართლეების გადანიშვნა გადავადდეს”

“გთავაზობთ მოდელს, დაინიშნოს სასამართლოში ახალი ნაკადი, მაგრამ მოქმედი მოსამართლეების გადანიშვნა გადავადდეს”

21 თებ 2019
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი “Summer Set ” ბრუნდება

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი “Summer Set ” ბრუნდება

10 ივლ 2018
1 აგვისტოდან ტაქსების რეგისტრაცია იწყება

1 აგვისტოდან ტაქსების რეგისტრაცია იწყება

31 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე, ერთი თვით ადრე წლიური ანგარიში გამოქვეყნდა – როგორია მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასებები

    ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე, ერთი თვით ადრე წლიური ანგარიში გამოქვეყნდა – როგორია მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასებები

  • ლატვიაში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს ამზადებენ

    ლატვიაში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს ამზადებენ

  • მედია: 8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

    მედია: 8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

  • მამუკა ყურაშვილი: რუსეთი აფხაზებსაც და ოსებსაც როგორც ნადავლს ისე უყურებს

    მამუკა ყურაშვილი: რუსეთი აფხაზებსაც და ოსებსაც როგორც ნადავლს ისე უყურებს

  • გარემოს ეროვნული სააგენტო: 19 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

    გარემოს ეროვნული სააგენტო: 19 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

  • 2 დაღუპული და 60 დაშავებული, მათ შორის ერთი 5 წლის ბავშვია – ერევანში სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაციაში, რიგითი მოქალაქეებიც ერთვებიან

    2 დაღუპული და 60 დაშავებული, მათ შორის ერთი 5 წლის ბავშვია – ერევანში სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაციაში, რიგითი მოქალაქეებიც ერთვებიან

  • გაბრიელიუს ლანდსბერგისი: რუსებისთვის ვიზებზე უარი პუტინის წინააღმდეგ ოპოზიციას წარმოშობს

    გაბრიელიუს ლანდსბერგისი: რუსებისთვის ვიზებზე უარი პუტინის წინააღმდეგ ოპოზიციას წარმოშობს

  • ვეშაპისებრი ზვიგენი ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდი თევზის სახეობა

    ვეშაპისებრი ზვიგენი ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდი თევზის სახეობა

  • როგორ დავიცვათ თავი ძლიერი სიცხისგან

    როგორ დავიცვათ თავი ძლიერი სიცხისგან

  • სიურეალისტური სიზმარი – ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული საოცარი სანახაობა

    სიურეალისტური სიზმარი – ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული საოცარი სანახაობა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge