NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე“

„მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე“

26 მაი 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 375 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს.

„მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე – 100 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად და, ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მიღწევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უკვე მაშინ, გამომდინარე ჩვენი ათასწლეული ისტორიიდან გვქონდა ღირებულებები, რომელიც იყო ნამდვილად დემოკრატიული“, – განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, რომელიც რუსთაველის გამზირზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება და სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სადღესასწაულო ღონისძიებებში რამდენიმე სივრცითაა წარმოდგენილი, მათ შორის ტექნოპარკის, „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ფოსტის და ბათუმის საზღვაო აკადემიის. ამასთან, სამინისტრო აქტიურ მონაწილეობას იღებს სადღესასწაულო ღონისძიებებში მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ქუთაისში, გორში და სხვა ქალაქებში.

დიმიტრი ქუმსიშვილმა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად რუსთაველის გამზირზე დაათვალიერა სამეწარმეო მარკეტი, სადაც  პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარების და ქართველი სტარტაპერების მიერ შექმნილი პროდუქციაა წარმოდგენილი.  „ჩვენ გვყავს სიმბოლურად მოწვეული 100 მონაწილე „აწარმოე საქართველოდან“. ასევე „საქართველოს ფოსტა“ არის წარმოდგენილი რუსთაველის გამზირზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის  ფოსტის ისტორიის და ასევე თვითონ მარკის ისტორიის განვითარებას გაგვაცნობს. წარმოდგენილია საზღვაო აკადემია და, რა თქმა უნდა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსთაველზე მოსული სტუმრები ძალიან ბევრ ძალიან საინტერესოს ნახავენ და ისიამოვნებენ დღევანდელი ზეიმით“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

26 მაისი დიმიტრი ქუმსიშვილი პირველი ვიცეპრემიერი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ქუმსიშვილი 2018-05-26
Tags 26 მაისი დიმიტრი ქუმსიშვილი პირველი ვიცეპრემიერი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ქუმსიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რომან ფიფია: მჯერა, რომ ისევ ვიცხოვრებთ გამთლიანებულ და ძლიერ საქართველოში

შემდეგი სტატია

საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

მსგავსი სტატიები

ე.წ. მოსმენების შესახებ კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაგრძელდება

ე.წ. მოსმენების შესახებ კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაგრძელდება

23 იან 2019

უკრაინის დედაქალაქში “თბილისობა” აღნიშნეს

10 ოქტ 2017
“ეს ადამიანები უბრალოდ ვერ ხვდებიან, რომ თუ კი ისინი საიდუმლო საქმეებს გაეცნენ, არ თქვან მაინც” – მესამე სექტორი კობახიძის განცხადებას აფასებს

“ეს ადამიანები უბრალოდ ვერ ხვდებიან, რომ თუ კი ისინი საიდუმლო საქმეებს გაეცნენ, არ თქვან მაინც” – მესამე სექტორი კობახიძის განცხადებას აფასებს

06 თებ 2019

უახლესი ამბები

  • საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის პირადი წარმომადგენლის სახით, შარლ მიშელმა კრისტიან დანიელსონი დანიშნა

    საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის პირადი წარმომადგენლის სახით, შარლ მიშელმა კრისტიან დანიელსონი დანიშნა

  • ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეზე სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს

    ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეზე სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს

  • ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

    ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

  • გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

    გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

  • “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

    “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

  • ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

    ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

  • ლილი ფოფხაძე – ჩემები

    ლილი ფოფხაძე – ჩემები

  • “ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი”

    “ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი”

  • დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად ჭყონდიდის მიტროპოლიტი “გალობს”

    დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად ჭყონდიდის მიტროპოლიტი “გალობს”

  • კალაძე:  ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ვტოვებ არასწორია და …

    კალაძე: ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ვტოვებ არასწორია და …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge