NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ჩვენ ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავით თქვენ მიერ განხორციელებული რეფორმების სიმრავლით“

„ჩვენ ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავით თქვენ მიერ განხორციელებული რეფორმების სიმრავლით“

26 მაი 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 364 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენ ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავით თქვენ მიერ განხორციელებული რეფორმების სიმრავლით, – ამ სიტყვებით მიმართა სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილს დღეს გამრთულ შეხვედრაზე.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცისგზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და საქართველოში წინა ვიზიტისას საოკუპაცი ოხაზთან ჩასვლა გაიხსენა.

“ჩემთვის საპატიოც არის და სასიამოვნოც დღეს აქ ყოფნა და საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა. არასოდეს დამავიწყდება საქართველოში შესანიშნავი ვიზიტი, რომელიც 2 წლისწინ შედგა. სამშობლოში შთაბეჭდილებებით დახუნძლული დავბრუნდით და მას შემდეგ ეს ფოტო სულ თან დამაქვს, რომელიც გადაღებულია საოკუპაციო ხაზთან აგებულ მავთულხლართებთან. ღამით გადმოუწევიათ საზღვარი და სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ შემოვიდა ტერიტორიაზე. ადგილობრივ მცხოვრებს უნდოდა ექიმების გამოძახება, მაგრამ გადმოწეული საზღვრის გამო ვერ შველიდა ოჯახს. ეს ჩემთვის შემზარავი ამბავი იყო, რადგან ერთია, როდესაც გესმის და სულ სხვა – როცა საკუთარი თვალით ნახულობ რეალობას. აი, რას ნიშნავს აგრესიული მეზობელი და რამდენად რთულია ასეთ პირობებში არსებობა.

ჩვენ ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავით თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმების სიმრავლით. ეს არ არის მარტივი, რადგან რეფორმას ახორციელებთ და აგრესიული მეზობელი ართულებს საქმეს. მიუხედავად ამისა, თქვენ ბევრი მიღწევა გაქვთ. მე ვეცნობოდი თქვენი გასაოცარი ეკონომიკური ზრდის შედეგებს. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები და ახლა უკვე პირდაპირი ფრენები თბილისსა და ბრატისლავას შორის არსებობს”, – განაცხადა ანდრეი კისკამ.

მთავრობის მეთაურმა სლოვაკეთის პრეზიდენტს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისში ჩამობრძანებისთვის. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებიდან 100 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. დამოუკიდებლობის დღესთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ უკვე 1918 წელს საქართველოს უკვე ჰყავდა დემოკრატიული პარლამენტი, ასევე დემოკრატიული არჩევნების გზით; მაშინ დაინერგა ყველა ევროპული დემოკრატიული პრინციპიდა იმ დღიდან ხდებოდა მათი დაცვა საქართველოში. ამით არის ეს დღე განსაკუთრებული. თან, ის ემთხვევა საბჭოთა კავშირიდან დაღწევისა და დამოუკიდებლობის აღდგენის 27 წლისთავს. ამდენად, საქართველო უკვე არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ადგას ევროპისკენ მიმავალგზას. განსაკუთრებულ მადლობას გიხდით პირადად თქვენ საქართველოს მხარდაჭერისთვისევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”, – მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა სლოვაკეთის პრეზიდენტს.

კომენტარები

ანდრეი კისკა გიორგი კვირიკაშვილი რეფორმები სლოვაკეთის პრეზიდენტი 2018-05-26
Tags ანდრეი კისკა გიორგი კვირიკაშვილი რეფორმები სლოვაკეთის პრეზიდენტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პუტინს იაპონიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებლად მიაჩნია

შემდეგი სტატია

საქართველოს პრემიერმინისტრი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

მსგავსი სტატიები

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

13 ოქტ 2017
„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ დავით ერაძესა და იურისტ თამთა მურადაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ დავით ერაძესა და იურისტ თამთა მურადაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ

სოსო ელისაშვილი 23 მარ 2018
თურქეთის პროკურატურა: ჯამალ ჰაშაღი ჯერ გაგუდეს, შემდეგ კი მისი ცხედარი გაანადგურეს

თურქეთის პროკურატურა: ჯამალ ჰაშაღი ჯერ გაგუდეს, შემდეგ კი მისი ცხედარი გაანადგურეს

01 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

    თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

  • გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

    გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

  • მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

    ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

  • მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

    მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

  • ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

    ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

  • სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

    სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

  • მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

    მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

  • რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

    რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

  • გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

    გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge