NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ანდჟეი დუდა: ყოველთვის საქართველოს გვერდით ვდგავართ

ანდჟეი დუდა: ყოველთვის საქართველოს გვერდით ვდგავართ

26 მაი 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 710 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას შეხვდა, რომელიც საქართველოში დამოუკიდებლობის დღის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
“საქართველო აფასებს პოლონეთის განსაკუთრებულ და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ”, – აღნიშნა შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებში პოლონეთის ძლიერი ხმა და მხარდაჭერა გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოსათვის და პრეზიდენტ დუდას ვიზიტი, საქართველოსათვის ამ ისტორიული მნიშვნელობის მომენტში, ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული ურთიერთობების და სოლიდარობის კიდევ ერთი დემონსტრირებაა.
მხარეებმა რუსული აგრესიის, რეგიონის უსაფრთხოებისა და ნატო-ს მოახლოებული სამიტის სამზადისის შესახებაც იმსჯელეს და საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინირებული მოქმედების საკითხები განიხილეს.
პოლონეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულზე დაპატიჟებისათვის და აღნიშნა, რომ პოლონეთი საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია: – “ყოველთვის საქართველოს გვერდით ვდგავართ!” – განაცხადა ანდჟეი დუდამ.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსა და პოლონეთს ისტორიული მეგობრობა აკავშირებით, ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს, აგვისტოს ომის დროს, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის როლს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მობილიზებაში .
მხარეებმა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და სექტორული თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 27% -ით გაიზარდა, ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ ჩვენს ხალხებს შორის ხანგრძლივი, თბილი და მეგობრული კავშირები გვაძლევს მყარი საფუძველს ტურიზმის სფეროში ურთიერთობების განვითარებისთვის.

კომენტარები

ანჟეი დუდა გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტი 2018-05-26
Tags ანჟეი დუდა გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პრეზიდენტის რეზიდენციაში უმაღლესი დონის დელეგაციის ლიდერებისა და პრეზიდენტების საზეიმო მიღება მიმდინარეობს

შემდეგი სტატია

პუტინს იაპონიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებლად მიაჩნია

მსგავსი სტატიები

ქართველ ფერმერებს მერძეულ მესაქონლეობაში ტრენინგს საერთაშორისო სპეციალისტები უტარებენ

ქართველ ფერმერებს მერძეულ მესაქონლეობაში ტრენინგს საერთაშორისო სპეციალისტები უტარებენ

31 ივლ 2018

ასტეროიდი ფლორენსი დედამიწას ჩაუფრენს

19 აგვ 2017
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ფონიჭალაში ერთი პირი დააკავა

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ფონიჭალაში ერთი პირი დააკავა

01 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

    ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

  • დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

    დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

  • მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

    მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

  • მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

    მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

    ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  • რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

    რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge