26 მაისს, მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრის სიძო აბეს მოლაპარაკებები გაიმართება. შეხვედრაზე სახელმწიფო მეთაურები განიხილავენ კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ ვითარებას, იაპონიაში ამერიკული სარაკეტო თავდაცვის სისტემების განლაგებას, კურილის კუნძულებზე ერთობლივ ეკონომიკურ საქმიანობაზე შეთანხმებას, ასევე მოსკოვსა და ტოკიოს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის პერსპექტივებს.
უცხოური სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, სარედაქციო სტატიებისა და მიმოხილვის სააგენტოს ხელმძღვანელს, კიოდო ხიროკი სუგიტას, ვლადიმერ პუტინმა განუცხადა, რომ შესაძლებელად მიაჩნია იაპონიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება სამხრეთ კურილის კუნძულებზე ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შემთხვევაში.
კომენტარები