მობილური ვერსიიდან ახლა უკვე ვებგვერდზე. YouTube-მა მესენჯერი დაამატა. ამის შესახებ The Verge-ი წერს.
ამჯერად ნებისმიერი მომხარებელი, რომელიც YouTube.com-ზე Google-ის ექაუნთით შევა აღნიშნული ფუნქციით შეძლებს სარგებლობას.
გამოცემის ინფორმაციით, ეს ფუნქცია იგივეა, რაც Gmail-ის Hangouts-ები. ამ ფუნქციის საშუალებით შესაძლებელია, როგორც პირადი, ისე ჯგუფური შეტყობინებების გაგზავნა.
ამიერიდან მომხმარებელი ნებისმიერი ვიდეოს დაბლა არსებული ღილაკის საშუალებით არჩეული ფაილის მეგობრისთვის მესენჯერში გაგზავნას და მისთვის გაზიარებას შეძლებს.
კომენტარები