NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თიბისი ბანკი ბათუმსა და ქუთაისში გამოფენას – „100 წელი საქართველოს I დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან” უმასპინძლებს

თიბისი ბანკი ბათუმსა და ქუთაისში გამოფენას – „100 წელი საქართველოს I დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან” უმასპინძლებს

25 მაი 2018 ახალი ამბები 645 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად თიბისი ბანკის ბათუმისა და ქუთაისის გალერეები გამოფენას – „100 წელი საქართველოს I დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან” უმასპინძლებენ.

ბანკის ორ საგამოფენო სივრცეში ჟურნალ „ინდიგოს” მიერ შეგროვებული 1918-2018 წლების, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტების ამსახველი ფოტოები იქნება წარმოდგენილი.

ჟურნალმა „ინდიგო” დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 100 ფოტო შეაგროვა, ქართულ-ინგლისური აღწერილობები დაურთო და ერთ გამოცემაში – „100 წელი – 100 ფოტო” გააერთიანა. პუბლიკაციაში დაბეჭდილია საქართველოს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კერძო არქივებში მოპოვებული ფოტომასალა. კატალოგში ასევე გამოყენებულია გურამ წიბახაშვილის, გოგა ჩანადირის, ლევან ხერხეულიძის, დარო სულაკაურის, დათო როსტომაშვილის, მარიკა ქოჩიაშვილის, ირაკლი გედენიძის, ბესო გულაშვილის, გიორგი გოგუას, ლევან ვერძეულის, თაკო რობაქიძის, ლაშა ცერცვაძისა და გლებ გარანიჩის ფოტოები. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები სწორედ აღნიშნული კატალოგიდან შეირჩა.

ფოტოებით მოყოლილი ისტორიული ციკლი 1918 წლის 26 მაისით იწყება, როდესაც ეროვნულმა საბჭომ ერთხმად მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და დროებითი მთავრობის პირველ თავმჯდომარედ ნოე რამიშვილი დასახელდა და საქართველოსთვის ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის საპატიო სტუმრის სტატუსის მინიჭებით სრულდება.

გამოფენების პარალელურად, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად აღნიშნული ფილიალების შენობებზე საქართველოს დროშა გადმოიფინა.

ექსპოზიციის დათვალიერება მსურველებს  26 მაისს, 15:00-დან 18:00 საათამდე შეეძლებათ.

კომენტარები

ბათუმი თიბისი ბანკი ქუთაისი 2018-05-25
Tags ბათუმი თიბისი ბანკი ქუთაისი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სოფიო ქაცარავა: „ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია”

შემდეგი სტატია

„სახელმწიფო ვერ გახდება ცენზორი, იქნება ეს რელიგიური მოტივაცია, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება თუ სხვა საკითხები“

მსგავსი სტატიები

„ჩვენი ურთიერთობები საუკეთესოა და ჩვენი პარტნიორობა უნაკლოდ კარგად მუშაობს“

05 თებ 2018
გიორგი ოქროპირიძე ე. წ. ცრუ დასმენის საქმეზე გამართლდა

გიორგი ოქროპირიძე ე. წ. ცრუ დასმენის საქმეზე გამართლდა

15 ნოე 2017
თსუ-ს ბაკალავრიატის დიპლომი წელს 3000-მა სტუდენტმა მიიღო

თსუ-ს ბაკალავრიატის დიპლომი წელს 3000-მა სტუდენტმა მიიღო

29 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge