NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თავდაცვის დეპარტამენტი: საქართველო უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია

თავდაცვის დეპარტამენტი: საქართველო უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია

25 მაი 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 694 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი. აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველო აშშ-სთან საერთო ღირებულებებს და ინტერესებს იზიარებს. იფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

პრესრელიზში მოყვანილია ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციაზე, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწე რობერტ კარემის მიერ სიტყვით გამოსვლისას გაკეთებული განცხადებები.

რობერტ კარემის თქმით, საქართველოსა და აშშ-ის ქარტიაში გაწერილი პრინციპები – კანონის უზენაესობა, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დღეს საფრთხის ქვეშაა და ამის მიზეზი რუსეთის მოქმედებებია, რომელიც საერთაშორისო წესრიგს ძირს უთხრის.

„საერთაშორისო წესრიგმა მოიტანა მშვიდობა და კეთილდღეობა. ამ წესრიგის დაცვის გარეშე მშვიდობა და კეთილდღეობა ვერ შენარჩუნდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს ჰყავდეს პარტნიორი საქართველო, რომელიც მზადაა საერთო უსაფრთხოებაში წვლილი შეიტანოს“, – განაცხადა კარემმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ ხაზი გაუსვა აშშ-ის ძალისხმევას, მხარი დაუჭიროს საქართველოს. მათ შორის, მან ყურადღება გაამახვილა თავდაცვის პროგრამაზე, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნას შეუწყობს ხელს და ინსტიტუციონალურ შესაძლებლობებს გაზრდის.

რობერტ კარემის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ იმ პირობებშიც კი მიაღწია პროგრესს, როდესაც მისი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთს აქვს ოკუპირებული.

„რთულია არ აღფრთოვანდე იმ პროგრესით, რომელსაც საქართველომ მიაღწია, ამდენი წინააღმდეგობის გათვალისწინებით. საქართველოს მზადყოფნა, დაიცვას საკუთარი ხალხი, ღირებულებები და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი, ნამდვილად შთამბეჭდავია“, –  განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ.

ასევე, კარემმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს. მან პატივი მიაგო იმ ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას, ვინც ავღანეთსა და ერაყში დაიღუპა.

„საქართველო თავდაცვის სფეროს მოდერნიზაციითა და გატარებული რეფორმებით სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითოა“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ.

კომენტარები

აშშ თავდაცვის დეპარტამენტი საქართველო სტრატეგიული პარტნიორები 2018-05-25
Tags აშშ თავდაცვის დეპარტამენტი საქართველო სტრატეგიული პარტნიორები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო

შემდეგი სტატია

“შეწყვიტეთ ოთხმოცდაათიანებში მოზელილი პოსტსაბჭოური “გაგებით” თანამედროვე ცივილიზაციის ნორმების ჩანაცვლების ამაო მცდელობა!”

მსგავსი სტატიები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 ახალი კანდიდატის სია კვლავ კრიტიკის საგანი ხდება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 ახალი კანდიდატის სია კვლავ კრიტიკის საგანი ხდება

ირაკლი შალიკაშვილი 30 დეკ 2019

კალიფორნიის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა (ფოტოამბავი)

09 ოქტ 2017

მოგზაურობა ვენაში

29 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

    ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

  • დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

    დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

  • მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

    მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

  • მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

    მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

    ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  • რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

    რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge